სამეანო ანესთეზიის სახელმძღვანელო

ანბანური საძიებელი:        ლ
საძიებელი
ფიზიოლოგიური ცვლილებები ორსულობის დროს
ანალგეზია
სამშობიარო მოქმედების ეპიდურული გაუტკივარება
საკეისრო კვეთა რეგიონალური გაუტკივარებით
ზოგადი გაუტკივარება მეანობაში
ორსულობის გართულებები
სამეანო სისხლდენა
მშობიარის რეანიმაცია
ახალშობილთა რიანიმაცია
დამატებით
 

ეპიდურული ინფუზია სამშობიარო მოქმედების გაუტკივარების დროს

0,1% ბუპივაკაინი + 2 მკგ/მლ ფენტანილი

100 მლ ფიზიოლოგიური ხსნარიდან გადმოასხი 24 მლ.

დაუმატე 20 მლ 0,5% ბუპივაკაინი და 4,0 მლ (200მკგ) ფენტანილი.



0,08% ბუპივაკაინი

100 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარს უნდა დავუმატოთ 20 მლ 0,5% ბუპივაკაინი, საერთო მოსულობა 120მლ.

2 მკგ/მლ ფენტანილის მისაღებად ზემოთ მიღებული ხსნარის 115 მლ-ს უნდა დავუმატოთ 5,0 მლ (250 მკგ) ფენტანილი.



0,0625% ბუპივაკაინი + 2,5 მკგ/მლ ფენტანილი

დაუმატეთ 15 მლ 0,5% ბუპივაკაინი 100მლ ფიზიოლოგიურ ხსნარს, რომ მივიღოთ 115 მლ.

2,5 მკგ/მლ ფენტანილის მისაღებად ზემოთ მიღებული ხსნარის 115 მლ-ს უნდა დავუმატოთ 6,0 მლ (300 მკგ) ფენტანილი.

ეპიდურული ბლოკის დადგომის შემდეგ ვიწყებთ ინფუზიას 12 მლ/სთ სიჩქარით. თუ ბლოკი არაასექვატურია დამატებით შეგვყავს მოცემული ხსნარის 10 მლ, ან ბოლუსის სახით 0,25% ბუპივაკაინის 5 მლ, სანამ არ მივაღწევთ ადექვატურ გაუტკივარებას. ინფუზიის სიჩქარე შეიძლება გაიზარდოს 2 მლ/სთ-ით.

თუ ბლოკის ზედა ზღვარი ასცდა T8-ს ინფუზიის სიჩქარე უნდა შევამციროთ 2 მლ/სთ-ით.



დიდ ბრიტანეთში ქარხნული წესით მზადდება 0,1% ბუპივაკაინისა და 2 მკგ/მლ ფენტანილის ხსნარი.