Viewed apart, and in an isolated light, the degree of actual pain (of labour) is as great if not greater than that attendant upon most surgical operations ...
Sir James Young Simpson, March 1847
თუ ცალკე განვიხილავთ და შევაფასებთ სამშობიარო ტკივილს, ვნახავთ, რომ იგი ისეთივეა, ან უფრო ძლიერიც კი, როგორც ქირურგიული ოპერაციის დროს ...
სერ ჯეიმს იანგ სიმფსონი, 1847წ მარტი
სახელმძღვანელოს შესახებ
სიმფსონის სამეანო ანესთეზიოლოგიის სახელმძღვანელო არის მოკლე, მარტივი და მოსახერხებელი, აგებულია ჰიპერტექსტული სისტემით,
რაც საშუალებას იძლევა ადვილად მოვძებნოთ ჩვენთვის საინტერესო თემა.
სახელმძღვანელოში ასოციაციის მიერ შეტანილი იქნა ცალკეული განმარტებები, დაემატა გრაფიკული სქემები და სურათები, ანიმაციური ნახატები,
ასევე ნაწილობრივ შეიცვალა ვებ-დიზაინი.
სახელმძღვანელო ნათარგმნი იქნა 2003წ საქართველოს სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიოლოგთა ასოციაციის მიერ. მას მერე სამეანო პაციენტების მკურნალობასა
და მართვაში ბევრი რამ შეიცვალა და ზოგი რამ, რაც მოცემულია ამ სახელმძღვანელოში მოძველებულია. ამიტომ რეკომენდირებულია, რომ სახელმძღვანელოში
მოყვანილი პროტოკოლები და გაიდლაინები შევადაროთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ , ან შიდაჰოსპიტალურ
პროტოკოლებს და გაიდლაინებს.
საქართველოს სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიოლოგთა ასოციაცია მადლობას გიხდით ჩვენი ვებ-გვერდის
მონახულებისათვის და გთხოვთ თქვენი შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნოთ
ელექტრონული ფოსტით