თავი 9
ახალშობილთა რეანიმაცია
ფიზიოლოგიური ცვლილებები დაბადებისას:ახალშობილის პირველი ჩასუნთქვა აფართოებს ფილტვებს და ამცირებს პულმონალურ-ვასკულარულ რეზისტენტობას, რის გამოც ფილტვებში იზრდება სისხლის ნაკადი. ჭიპლარის გადაკვანძვა ზრდის სისტემურ ვასკულარულ რეზისტენტობას და ეს ფაქტორი არტერიულ სისხლში მზარდ PO2-თან ერთად იწვევს ოვალური ხვრელისა და არტერიული (ბოტალოს) სადინრის დახურვას, ანუ დიდი და მცირე წრეების გამიჯვნას. არტერიულ სისხლში PO2-ის ზრდა ნელა ხდება და დაბადებიდან 6 კვირის შემდეგ აღწევს მოზრდილის ნომინალურ ზღვარს. ეს განპირობებულია სისხლის შუნტირებით, რომელიც სიცოცხლის პირველ დღეებში აღწევს 20%-ს. როგორც კი ფილტვები გაიშლება, მოწესრიგდება სურფაქტანტის ფუნქცია და შემდგომი ჩასუნთქვები მოთხოვს ნაკლები უარყოფითი წნევის შექმნას.მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა ჭიპლარის სისხლში:
დაბადებისას აციდოზი ჩვეულებრივი მოვლენაა ახალშობილებში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცერებრული დამბლა დაკავშირებული იყოს მშობიარობის დროს განვითარებული ნაყოფის ჰიპოქსიასთან, თუ დაბადებისას ჭიპლარის სისხლის pH არაა <7,0-ზე. ახალშობილთა უმეტესობა რომელთა სისხლის pH დაბადების მომენტში ასეთივე დაბალია, ვითარდება ნორმალურად. ჭიპლარის არტერიული სისხლის მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის გამოკვლევა უფრო ობიექტურად ასახავს ნაყოფის სტატუსს, ვიდრე ვენური სისხლის. სამედიცინო ინვენტარი, რომელიც უნდა მომზადდეს მშობიარობამდე:
ნორმალური მშობიარობა:დაბადების შემდეგ პირველ რიგში უნდა მოხდეს პირის ღრუსა და პირხახის დასუფთავება ვაკუუმსაქჩით, რადგან ცხვირის ღრუს გაღიზიანების შემდეგ ადგილი აქვს რეფლექსურ ჩასუნთქვას და პირხახაში არსებული ლორწო შეიძლება მოხვდეს ტრაქეაში. საქაჩის კათეტერი არ უნდა შევიყვანოთ ღრმად პირის ღრუში, რადგან რეფლექსურად შეიძლება გამოვიწვიოთ ბრადიკარდია და ლარინგოსპაზმი.დაბადბისას ახალშობილის თერმორეგულაცია მთლიანად ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ ისინი სასწრაფოდ უნდა გამშრალდნენ და შეიფუთონ მშრალ, თბილ საფენებში. ახალშობილთა უმრავლესობას არ ესაჭიროება რეანიმაცია, რის გამოც შეიძლება მათი მიყვანა დედასთან. ახალშობილის შეფასება:აბგარის შკალა:აბგარის შკალით ფასდება ახალშობილის მდგომარეობა დაბადების I და V წუთზე. იგი მოწოდებულია, რომ შევაფასოთ ასფიქსიის სიმძიმე და პროგნოზი. დღენაკლ ახალშობილებში აბგარის შკალაზე უფროდიდ გავლენეს ახდენს გესტაციური ასაკი, ვიდრე ასფიქსია.
გულისცემის სიხშირე: გულისცემის სიხშირე საიმედო მაჩვენებელია ახალშობილის დისტრესის შესაფასებლად. ამისათვის ახდენენ გულის მწვერველის აუსკულტაციას, ან ჭიპლარის პალპაციას. თუ გულისცემის სიხშირე > 100/წთ, ახალშობილს აქტიური ჩარევა არ ესაჭიროება. თუ გულისცემის სიხშირე < 100/წთ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ხელოვნური სუნთქვა 100% ჟანგბადით. თუ გულისცემის სიხშირე < 60/წთ და ეფექტური ვენტილაციის მიუხედავად არ იზრდება, საჭიროა გულმკერდის არაპირდაპირი მასაჟის დაწყება. ფერი: მიუხედავად ადექვატური ვენტილაციისა და გულისცემის სიხშირისა (> 100/წთ) ახალშობილის ფერი შეიძლება რჩებოდეს ციანოზური. ეს დასაშვებია, ვინაიდან ახალშობილის ფერი არ წარმოადგენს მჟავა-ტუტოვანი სტატუსის შეფასების ობიექტურ კრიტერიუმს. ამიტომ მრავალი კლინიცისტი აბგარის შკალას ფერის მაჩვენებლის გარეშე იყენებს, (A – C შკალა) რომელიც უფრო ობიექტურად აფასებს ახალშობილის მდგომარეობას სიცოცხლის პირველ წუთებში. ფილტვების დადებითი წნევით ვენტილაციის ჩვენებები:
დადასტურებულია, რომ დროულ ახალშობილებში ატმოსფერული ჰაერი ისევე ეფექტურია, როგორც 100% ჟანგბადი. 100%-იან ჟანგბადს აქვს პატარა უპირატესობა, მაგრამ ამ დროს მაღალია ჟანგბადის თავისუფალი რადიკალებით დაზიანების ალბათობა. თუ ხელმისაწვდომია აირშემრევი მოწყობილობა, მაშინ რეკომენდირებულია 40%-იანი ჟანგბადის გამოყენება. ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ახალშობილის რეანიმაციაზე:
სამოქმედო გაგმა ახალშობილი აპნოეს დროს მოცემულია სქემებზე 9,1 და 9,2 სქემა – 9,1 სამოქმედო გეგმა ახალშობილთა რეანიმაციის დროს № 1შენიშვნა: თუ სანაყოფე წყლებში აღინიშნება მეკონიუმი და ბავშვი გაღიზიანებაზე არ რეაგირებს, რეანიმაცია ტარდება სქემით 9,2. მეკონიუმით ასპირაციის სინდრომი:თუ მშობიარობისას დაფიქსირდა, რომ სანაყოფე წყლები შეიცავს მეკონიუმს, პირისა და პირხახის სანაცია უნდა მოხდეს პირველ ჩასუნთქვამდე. უნდა მოხდეს ტრაქეის ინტუბაცია და დარჩენილი მეკონიუმის ასპირაცია ვაკუუმსაქაჩის საშუალებით. მეკონიუმის ასპირაციის ჩვენება და სამოქმედო გეგმა მოცემულია სქემაზე 9,2.ცირკულაცია:
სქემა – 9,1 სამოქმედო გეგმა ახალშობილთა რეანიმაციის დროს № 2(B) ±(C)-ს მომზადების პროცესში მოიაზრეთ (A) ადგილობრივი (სტაციონარშიდა) სამოქმედო პოლიტიკის გათვალისწინებით.* შეიძლება იცვლებოდეს ინდივიდუალური გარემოებებიდან და ადგილობრივი სამოქმედო პოლიტიკიდან გამომდინარე. სქემები 9,1 და 9,2 აღებულია ახალშობილთა რეანიმაციის გაიდლაინიდან. Royal College of Paediatrics and Child Health and Royal College of Obstetricians and Gynaecologists 1997. BMJ Publishing Group, London. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიტერატურა:Zideman DA. Resuscitation. British Journal of Anaesthesia; 83: 157-168.1999 Click here for Medline linkResuscitation Council (UK). Newborn Life Support; Resuscitation Guidelines 2000. Paediatric Life Support: (including the recommendations for resuscitation of babies at birth). European Resuscitation Council. Resuscitation; 37(2): 95 - 96. 1998 Click here for Medline link The 1998 European Resuscitation Council Guidelines. Resuscitation of babies at birth. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||