მოხსენება დედათა სიკვდილიანობის შესახებ დიდ ბრიტანეთში 1997 - 1999 წლებში.
კონფიდენციალური გამოკვლევა
დედათა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები 1 000 000 მშობიარეზე დიდ ბრიტანეთში 1997 - 1999 წლებში. გულის დაავადებით და სუიციდით გამოწვეული შემთხვევები კლასიფიცირებულია, როგორც არაპირდაპირი მიზეზი, ყველა სხვა, კი როგორც პირდაპირი მიზეზი.დიდ ბრიტანეთში, 1997 - 1999 წლებში, ანესთეზიის წილი სიკვდილიანობაში შეადგენდა 2,8%-ს.
დედათა სიკვდილიანობის მიზეზები საქართველოში 1996 - 2001 წლებში.
წლები | 1996 | 1997 | 1998 | 1999 | 2000 | 2001 | შენიშვნა | ||||||
აბსოლიტური და შედარებითი მაჩვენებელი | აბს | % | აბს | % | აბს | % | აბს | % | აბს | % | აბს | % | |
სისხლდენა | 11 | 35,5 | 17 | 46,0 | 11 | 32,3 | 9 | 37,6 | 6 | 26 | 4 | 15 | კლება |
სეფსისი | 2 | 6,5 | 4 | 10,8 | 7 | 20,5 | 2 | 8,3 | 4 | 17,3 | 6 | 22 | მატება |
ფილტვის არტერიის ემბოლია | 7 | 22,5 | 8 | 21,6 | 5 | 14,7 | 4 | 16,6 | 7 | 30,4 | 4 | 15 | კლება |
პრეეკლამპსია | 7 | 22,5 | 1 | 2,7 | 5 | 14,7 | 5 | 20,9 | 3 | 13 | 7 | 26 | მატება |
ექსტრაგენიტალური დაავადებები | 2 | 6,5 | 6 | 16,2 | 4 | 11,7 | 2 | 8,3 | 3 | 13 | 4 | 15 | მატება |
სხვა მიზეზები | 2 | 6,5 | 1 | 2,7 | 2 | 5,8 | 2 | 8,3 | 0 | 0 | 2 | 7 | მატება |
სულ | 31 | 100 | 37 | 100 | 34 | 100 | 24 | 100 | 23 | 100 | 27 | 100 |
ძირითადი რეკომენდაციები:
- ანესთეზიოლოგიური სამსახური უნდა არსებობდეს ყველა სამეანო კლინიკაში. ეს სამსახური პასუხისმგებელი უნდა იყოს რეგიონალური და ზოგადი გაუტკივარებისათვის, პოსტოპერაციულ პალატაში მკურნალობისათვის, მონიტორინგისათვის და ტრანსფუზიური თერაპიისათვის.
- გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მაღალი რისკის მქონე პაციენტბის მკურნალობის ტაქტიკა, პროფილაქტიკის მიზნით, უნდა იმართებოდეს ანესთეზიოლოგიური სამსახური მიერ. პროფილაქტიკური ღონისძიებები უნდა მოიცავდეს კონსულტაციებს, გამოკვლევებს და სამედიცინო რესურსების კოორდინაციას, რომელიც საჭიროა მოცემულ შემთხვევაში.
- როდესაც ანესთეზიოლოგი დადგება პრობლემის წინაშე, რომელიც მოითხოვს სპეციფიურ ცოდნას, გამოცდილებას და გამოკვლევას, მას არ უნდა მოერიდოს დახმარებისათვის კოლეგებთან მიმართვა, იქნება ეს სხვა ანესთეზიოლოგი, თუ მოსაზღვრე დისციპლინის წარმომადგენელი.
- ინვაზიურ მონიტორირებას (ცენტრალური ვენური წნევისა და არტერიული წნევის) შეუძლია სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციის მოცემა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შესახებ.
- ინვაზიური მონიტორინგის განხორციელება განსაკუთრებით მიზანშეწონილია, როდესაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა გამოწვეულია სისხლდენით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებით.
- სისხლდენის რისკის მქონე ორსულებს ანესთეზიოლოგის კონსულტაცია უნდა ჩაუტარდეთ რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე.
- ისევე როგორც სხვა სპეციალისტებს, ანესთეზიოლოგსაც ეკისრება პასუხისმგებლობა წამლების დანიშვნის, სწორი დოზირების და შეყვანის ხერხის უზრუნველყოფაში.
- სინტოცინონს® (Alliance) შეუძლია ნაყოფის ღრმა ჰიპოტენზიის გამოწვევა, განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა სისტემის კომპრომეტაციის დროს. ამ მედიკამენტის გამოყენებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ფორმულიარით, მარტინდეილით და სხვა სტანდარტული ფორმულიარებით. ინტრავენური ბოლუსის სახით შეყვანის შემთხვევაში ინექცია უნდა განხორციელდეს ნელა, არაუმეტეს 5 ერთეული დოზით.