სამეანო ანესთეზიის სახელმძღვანელო

ანბანური საძიებელი:        ლ
საძიებელი
ფიზიოლოგიური ცვლილებები ორსულობის დროს
ანალგეზია
სამშობიარო მოქმედების ეპიდურული გაუტკივარება
საკეისრო კვეთა რეგიონალური გაუტკივარებით
ზოგადი გაუტკივარება მეანობაში
ორსულობის გართულებები
სამეანო სისხლდენა
მშობიარის რეანიმაცია
ახალშობილთა რიანიმაცია
დამატებით
 

სამეანო ანესთეზიასთან ასოცირებული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები

მედიკამენტი ეფექტი
დიურეტიკები:
ეტაკრინის მჟავა ახალშობილთა სიყრუე.
თიაზიდები ახალშობილთა თრომბოციტოპენია.
b -ადრენობლოკატპრები ინტრანატალური ზრდის შეფერხება, ახალშობილთა ჰიპოგლიკემია, ბრადიკარდია.
საშვილოსნოს შესაკუმში საშუალებები:
ოქსიტოცინი ბოლუსურ დოზას მშობიარეში შეუძლია მოგვცეს ვაზოდილატაციით გამოწვეული ჰიპოტენზია. დიდი დოზის შემდეგ საშვილოსნოს ჰიპერტონუსის გამო შეიძლება განვითარდეს ნაყოფის ჰიპოქსია. /td>
მეთილერგომეტრინი ვაზოკონსტრიქცია, ჰიპერტენზია, ფილტვის შეშუპება.
კარბოპროსტი (პროსტაგლანდინ F2a) ბრონქოსპაზმი, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერთერმია, წამოწითლება, ჰიპერტენზია, კარდიოვასკულარული კოლაპსი.
ტოკოლიზური საშუალებები:
რიტოდრინი (b აგონისტი) დედის ტაქიკარდია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, შეგუბებითი გულის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება. (განსაკუთრებით სტეროიდებთან კომბინაციაში)
ეტოსიბანი (ოქსიტოცინის რეცეპტორების ანტაგონისტი) გულისრევა, პიღებინება, ტაქიკარდია, ჰიპოტენზია, თავის ტკივილი, ტავბრუსხვევა, წამოწითლება, ჰიპერგლიკემია, ინექციის არეში ტკივილი. უფრო იშვიათად კანზე გამონაყარი და ქავილი, ცხელება, უძილობა.
ნიფედიპინი გვერდითი მოვლენები ნაკლებია, ვიდრე b ადრენობლოკატორების შემთხვევაში.
ინდომეტაცინი (პროსტაგლანდინების ინჰიბიტორი) არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა.
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები:
დიაზოქსიდი, ნიფედიპინი, ვერაპამილი შეუძლიათ საშვილოსნოს აქტივობის დათრგუნვა.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ჰორმონის ინჰიბიტორები ინტრანატალური ზრდის შეფერხება, ოლიგოჰიდრამნიოზი, ახალშობილის ანურია.
ნატრიუმის ნიტროპრუსიდი ციანიდებით ინტოქსიკაცია
ანტიკოაგულანტები:
ვარფარინი ტერატოგენულია, განსაკუთრებით I ტრიმესტრში, დედისა და ნაყოფის ჰემორაგიული გართულებების მაღალი რისკი, არ გამოიყენება ორსულობის 36 კვირის შემდეგ.
ჰეპარინი არ გადის პლაცენტარულ ბარიერს, ამიტომ უსაფრთხოა.
ბარბიტურატები:
თიოპენტალი ახალშობილის დეპრესია
ბენზოდიაზეპინები:
დიაზეპამი ახალშობილის დეპრესია, ჰიპოტონია, ჰიპოთერმია,
ნარკოტიკული საშუალებები: ინტრანატალური ზრდის შეფერხება, წამლისმიერი დამოკიდებულება, ორსულის აბსტინენციის დროს ნაყოფის ინტრანატალური სიკვდილი, ახალშობილის დეპრესია, ორსულის კუჭ-ნაწლავის პასაჟის შეფერხება.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები:
ინდომეტაცინი არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა.
ასპირინი სამშობიარო მოქმედების გახანგრძლივება, დიდ დოზებში სისხლდენის საშიშროება.
ანტიკონვულსანტები:
მაგნიუმის სულფატი კუნთების სისუსტე, სუნთქვის დეპრესია, კუნთოვან რელაქსანტებთან სინერგიზმი.
ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი თანდაყოლილი მალფორმაციები, ენზიმების ინდუცირება იწვევს ვიტამინ K-ს შემცირებას და ახალშობილის სისხლდენისათვის განწყობის მომატებას. ორსულობს 36 კვირის მერე უნდა დავნიშნოთ ვიტამინი K.
ინჰალაციური ანესთეტიკები:
ჰალოტანი, ენფლურანი, იზოფლურანი დოზაზე დამოკიდებული ახალშობილის დეპრესია, საშვილოსნოს რელაქსაცია, ჰიპოტენზია. ტერატოგენულობის დამამტკიცებელი მასალები არ არის.
ადგილობრივი ანესთეტიკები:
პრილოკაინი მეთჰემოგლობინემია > 600მგ (8მგ/კგ)
ლიდოკაინი დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფისა და ორსულის დეპრესია, განსაკუთრებით ეპიდურული გაუტკივარების დროს.
ბუპივაკაინი ნაყოფის ბრადიკარდია, განსაკუთრებით პარაცერვიკალური ბლოკის შემთხვევაში. მინიმალური ეფექტი ნერვულ სისტემაზე.
კუნთოვანი რელაქსანტები: ოთხამონიუმიანი შენაერთები არ გადიან პლაცენტას კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით.
ანტიქოლინერგული საშუალებები:
ატროპინი ნაყოფის ტაქიკარდია
გლიკოპიროლატი ოთხამონიუმიანი შენაერთები არ გადიან პლაცენტას კლინიკურად მნიშვნელოვანი რაოდენობით.
კორტიკოსტეროიდები: დიდ დოზებს შეიძლიათ ორსულისა და ახალშობილის თირკმელზედა ჯირკვლის დეპრესიის გამოწვევა. ამ შემთხვევაში მშობიარობის დროს საჭიროა კორტიკოსტეროიდების დამატებითი დოზის დანიშვნა.