სამეანო ანესთეზიის პრაქტიკული გაიდლაინები
პერიანესთეზიული შეფასება და მომზადება:
პერიანესთეზიული შეფასება და მომზადება მოიცავს:
- ანამნეზის შეკრება და ფიზიკალური გასინჯვა
- მშობიარობის დროს თრომბოციტების რაოდენობის შეფასება
- სისხლის ჯგუფობრიობა და ლაბორატორიული სკრინინგი
- პერიანესთეზიულად ნაყოფის გულისცემის რითმის ჩაწერა
ანამნეზის შეკრება და ფიზიკალური გასინჯვა
ლიტერატურული მონაცემები: მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კარგად მიღებული კლინიკური პრაქტიკა სამედიცინო ჩანაწერების შესწავლა და ფიზიკალური შემოწმების ჩატარება, შედარებითი კვლევები არასაკმარისია ამ პრაქტიკის ეფექტურობის შესაფასებლად. ობსერვაციული კვლევები გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი პაციენტი ან კლინიკური მახასიათებლები (მაგ. ორსულობის ჰიპერტენზიული დარღვევები, როგორცაა პრეეკლამფსია და ჰემოლიზი, მომატებული ღვიძლის ფერმენტები, და დაბალი თრომბოციტების რაოდენობა, სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი) შეიძლება დაკავშირებული იყოს სამეანო გართულებებთან (კატეგორია B2 / B3-H მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან
- ანესთეზიის დაწყების წინ აუცილებელია ფოკუსირებული ანამნეზის შეკრება და ფიზიკალური გასინჯვა
- უნდა არსებობდეს კომუნიკაციის სისტემა ანესთეზიოლოგებს, მეანებს და სხვა მულტიდისციპლინარული გუნდის წევრებს შორის მუდმივი კავშირისთვის
მშობიარობის დროს თრომბოციტების რაოდენობის შეფასება
ლიტერატურული მონაცემები: ლიტერატურა არასაკმარისია რომ შევაფასოთ არის თუ არა გაურთულებელი ორსულობის დროს რუტინულად თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა მარკერი ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებების პროგნოზირებისთვის. ობსერვაციული კვლევები გვიჩვენებს, რომ თრომბოციტების რაოდენობა და ფიბრინოგენის კონცენტრაცია ასოცირებულია მშობიარობის შემდგომის სისხლდენის რისკთან. (კატეგორია B2 მტკიცებულება) 15 სხვა ობსერვაციული კვლევა და ქეის რეპორტები ცხადყოფს, რომ თრომბოციტების რაოდენობა შეიძლება სასარგებლო იყოს ორსულთა ჰიპერტენზიული დარღვევების დიაგნოსტიკისათვის, როგორიცაა პრეეკლამფსია, ჰემოლიზი, მომატებული ღვიძლის ფერმენტები, თრომბოციტოპენიური სინდრომი და კოაგულოპათიასთან ასოცირებული სხვა მდგომარეობები. (კატეგორია B3 / B4-B მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ ანესთეზიოლოგის გადაწყვეტილება მოითხოვოს და განსაზღვროს თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს ინდივიდუალიზებული და დაფუძნებული პაციენტის ანამნეზზე (მაგ: მძიმე პრეეკლამფსია) ფიზიკალური მონაცემებზე და კლინიკურ ნიშნებზე.
სისხლის ჯგუფობრიობა და ლაბორატორიული სკრინინგი
ლიტერატურული მონაცემები: ლიტერატურა არასაკმარისია რომ შევაფასოთ არის თუ არა რუტინულად სისხლის ჯგუფობრიობის განსაზღვრა და ლაბორატორიული სკრინინგი კავშირში ანესთეზიასთან დაკავშირებული გართულებების შემცირებასთან. ასევე ლიტერატურა არასაკმარისია რომ შევაფასოთ გაურთულებელი ორსულობის დროს არის თუ არა სისხლის ჯვარედინი შეთავსების ჩატარების აუცილებლობა.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ
- სისხლის ჯვარედინი შეთავსება არაა აუცილებელი ჯანმრთელ მშობიარეებში გაურთულებელი ორსულობის დროს როგორც ვაგინალური, ისე ოპერაციული მშობიარობის შემთხვევაში.
- გადაწყვეტილება იმის შესახებ გავაკეთოთ თუ არა სისხლის ჯგუფობრიობის დადგენა, ლაბორატორიული ანალიზები და სისხლის ჯვარედინი შეთავსება დაფუძნებული უნდა იყოს პაციენტის ანამნეზზე, მოსალოდნელ სისხლდენის საფრთხეზე, (მაგ: „placenta previa“, „placenta accreta“ და გადატანილი ოპერაცია საშვილოსნოზე) და ადგილობრივ ინსტიტუციონალურ პოლიტიკაზე.
პერიანესთეზიულად ნაყოფის გულისცემის რითმის ჩაწერა
ლიტერატურული მონაცემები: ობსერვაციული კვლევით და ქეის რეპორტები ცხადყოფს, რომ ნაყოფის გულისცემის მონაცემები შეიძლება შეიცვალოს ნეიროაქსილარული ანესთეზიის გამოყენების დროს. (კატეგორია B3 / B4 მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ მშობიარობის დროს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მიერ უნდა ჩატარდეს ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი ნეიროაქსილარული ანესთეზიის დაწყებამდე და მისი ჩატარების დროს.
რეკომენდაციები პერიანესთეზიული შეფასებისა და მომზადებისათვის
ანამნეზის შეკრება და ფიზიკალური გასინჯვა
- ანესთეზიის დაწყების წინ მოახდინეთ ფოკუსირებული ანამნეზის შეკრება და
ფიზიკალური გასინჯვა
- ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- ორსულის ჯანმრთელობის და ანესთეზიოლოგიური ანამნეზი
- მოცემული ორსულობის ანამნეზი
- არტერიული წნევის გაზომვა, სასუნთქი გზების, გულის ფილტვების გასინჯვა ASA-ს “Practice Advisory for Preanesthesia Evaluation” მიხედვით.
- როცა დაგეგმილია ნეიროაქსილარული ანესთეზია, პაციენტის ზურგის გასინჯვა
- მნიშვნელოვანი ანესთეზიოლოგიური, ან სამეანო რისკის ფაქტორების გამოვლენის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს კონსულტაციები ანესთეზიოლოგებსა და მეანებს შორის.
- ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
- უნდა არსებობდეს კომუნიკაციის სისტემა, მეანებს, ანესთეზიოლოგებს და მულტიდისციპლინარული გუნდის სხვა წევრებს შორის.
მშობიარობის დროს თრომბოციტების რაოდენობის შეფასება
- ანესთეზიოლოგის გადაწყვეტილება მოითხოვოს და განსაზღვროს თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს ინდივიდუალიზებული და დაფუძნებული
პაციენტის ანამნეზზე (მაგ: მძიმე პრეეკლამფსია) ფიზიკალური მონაცემებზე და კლინიკურ ნიშნებზე.
- ჯანმრთელ მშობიარეებში რუტინულად თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა არაა აუცილებელი
სისხლის ჯგუფობრიობა და ლაბორატორიული სკრინინგი
- რუტინულად სისხლის ჯვარედინი შეთავსება არაა აუცილებელი ჯანმრთელ მშობიარეებში გაურთულებელი ორსულობის დროს როგორც ვაგინალური, ისე ოპერაციული მშობიარობის შემთხვევაში.
- გადაწყვეტილება იმის შესახებ გაკეთდეს თუ არა სისხლის ჯგუფობრიობის დადგენა, ლაბორატორიული ანალიზები და სისხლის ჯვარედინი შეთავსება დაფუძნებული უნდა იყოს პაციენტის ანამნეზზე, მოსალოდნელ სისხლდენის საფრთხეზე, (მაგ: „placenta previa“, „placenta accreta“ და გადატანილი ოპერაცია საშვილოსნოზე) და ადგილობრივ ინსტიტუციონალურ პოლიტიკაზე.
პერიანესთეზიულად ნაყოფის გულისცემის რითმის ჩაწერა
- მშობიარობის დროს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის მიერ უნდა ჩატარდეს ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი ნეიროაქსილარული ანესთეზიის დაწყებამდე და მისი ჩატარების დროს.
- ნაყოფის გულისცემის უწყვეტი ჩაწერა ყველა შემთხვევაში აუცილებლობას არ წარმოადგენს და შეიძლება ტექნიკურად ვერც მოხერხდეს ეპიდურული კათეტერის ჩადგმის დროს.
ასპირაციის პრევენცია
ასპირაციის პრევენცია მოიცავს:
- სითხეები
- მყარი საკვები
- ანტაციდები, H2- რეცეპტორების ანტაგონისტები და მეტოკლოპრამიდი
სითხეები
ლიტერატურული მონაცემები: ლიტერატურა არასაკმარისია რომ შევაფასოთ მშობიარობის დროს რა დამოკიდებულებაა სითხეევის მიღების დროსა და რეფლუქსის, პირღებინების და ასპირაციის რისკს შორის.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- სითხეების ზომიერი რაოდენობის პერორალური მიღება შეიძლება ნებადართული იყოს გართულების გარეშე მიმდინარე მშობიარობის დროს
- პაციენტებში გართულების გარეშე, რომლებიც მზადდებიან გეგმიური ოპერაციისათვის, (მაგ: გეგმიური საკეისრო კვეთა, მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირება და ა.შ.) შესაძლებელია მიღებული ჰქონდეთ ზომიერი რაოდენობის სითხეები ანესთეზიის დაწყებიდან მინიმუმ 2 სთ-ით ადრე
მყარი საკვები
ლიტერატურული მონაცემები: კონკრეტული დრო, თუ როდიდან უნდა შეწყდეს მყარი საკვების მიღება რომ ავიცილოთ დედათა ანესთეზიოლოგიური გართულებები, დადგენილი არ არის. არასაკმარისია ლიტერატურა მყარი საკვებისგან თავის შეკავების უსაფრთხო დროის კონკრეტულ ინტერვალებზე სამეანო პაციენტებში.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- პაციენტებთან, რომლებიც მზადდებიან გეგმიური ოპერაციისათვის, (მაგ: გეგმიური საკეისრო კვეთა, მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირება და ა.შ.) უნდა შეწყდეს მყარი საკვების მიღება ანესთეზიის დაწყებამდე 6 – 8 სთ-ით ადრე, საკვების ტიპიდან გამომდინარე. (მაგ: ცხიმიანი საკვები)
- მშობიარეებში, რომლებსაც აღენიშნებათ ასპირაციის რისკ-ფაქტორები, (მაგ: ავადმყოფური სიმსუქნე, რთული სასუნთქი გზები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა) ან პაციენტებში რომლებთანაც მაღალია ოპერაციული გზით მშობიარობის რისკი, (მაგ: არასტაბილური ნაყოფის გულისცემის რითმი) შეიძლება დავუწესოთ მყარი საკვების მიღების შეზღუდვა, რომელიც უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად ყველა კონკრეტულ შემთხევაში.
- მშობიარეებში მყარი საკვების მიღებსაგან თავი უნდა შევიკავოთ
ანტაციდები, H2- რეცეპტორების ანტაგონისტები და მეტოკლოპრამიდი
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები მიუთითებენ, რომ პრეოპერაციულად არაპარტიკულარული ანტაციტების (მაგ: ნატრიუმის ციტრატი და ნატრიუმის ბიკარბონატი) მიცემა ასოცირებულია კუჭის წვენის pH-ის მატებასთან პერიპარტულ პერიოდში (კატეგორია A2-B მტკიცებულება) და არაა კავშირში კუჭის მოცულობასთან. (კატეგორია A2-E მტკიცებულება). რანდომიზირებული პლაცებო კონტროლირებადი კვლევები მიუთითებენ, რომ H2- რეცეპტორების ანტაგონისტები მიცემა სამეანო პაციენტებში ასოცირებულია კუჭის წვენის pH-ის მატებასთან (კატეგორია A2-B მტკიცებულება) და არაა კავშირში კუჭის მოცულობასთან. (კატეგორია A2-E მტკიცებულება). რანდომიზირებული პლაცებო კონტროლირებადი კვლევები მიუთითებენ, რომ მეტოკლოპრამიდის გამოყენება ასოცირებულია პერიპარტულ პერიოდში შემცირებულ გულისრევა-ღებინებასთან. (კატეგორია A2-B მტკიცებულება) სამეანო პაციენტებში, რომლებთანაც აღინიშნა კუჭის შიგთავსის ასპირაცია, არ მოიპოვება ლიტერატურა, რომელიც გვიჩვენებს კავშირს კუჭის შემცირებულ მჟავიანობასა და ფილტვის ასპირაციას, პირღებინებას, ავადობასა და სიკვდილიანობას შორის კავშირს.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები თანხმდებიან, რომ ქირურგიული ოპერაციების წინ ოპერაციისათვის, (მაგ: გეგმიური საკეისრო კვეთა, მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირება და ა.შ.) უნდა განვიხილოთ პრეოპერაციულად ასპირაციის პროფილაქტიკის მიზნით ანტაციდების, H2- რეცეპტორების ანტაგონისტების და მეტოკლოპრამიდის ხმარება.
რეკომენდაციები ასპირაციის პროფილაქტიკის
სითხეები
- გართულების გარეშე მიმდინარე მშობიარობის დროს დასაშვებია პერორალურად ზომიერი რაოდენობის სითხეების მიღება.
- პაციენტებში გართულების გარეშე, რომლებიც მზადდებიან გეგმიური ოპერაციისათვის, (მაგ: გეგმიური საკეისრო კვეთა, მშობიარობის
შემდგომი მილების ლიგირება და ა.შ.) ანესთეზიის დაწყებამდე 2 სთ-ის მანძილზე შესაძლებელია მიღებული ჰქონდეთ ზომიერი რაოდენობის სითხეები.
- სუფთა სითხეებში შედის წყალი, ხილის წვენები რბილობის გარეშე, კარბონიზირებული სასმელები, ჩაი, შავი ყავა, სპორტული სასმელები და სხვა.
- მიღებული სითხის მოცულობა უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სითხეში მყარი ნაწილაკების არსებობა.
- მშობიარეებში, რომლებსაც დამატებით აღენიშნებათ ასპირაციის რისკ-ფაქტორები, (მაგ: ავადმყოფური სიმსუქნე, რთული სასუნთქი გზები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა) ან პაციენტებში რომლებთანაც მაღალია ოპერაციული გზით მშობიარობის რისკი, (მაგ: არასტაბილური ნაყოფის გულისცემის რითმი) შეიძლება დავუწესოთ პერორალური მიღების შეზღუდვა, რომელიც უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად ყველა კონკრეტულ შემთხევაში.
მყარი საკვები
- მშობიარეებში მყარი საკვების მიცემისაგან თავი უნდა შევიკავოთ
- პაციენტებთან, რომლებიც მზადდებიან გეგმიური ოპერაციისათვის, (მაგ: გეგმიური საკეისრო კვეთა, მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირება და ა.შ.) უნდა შეწყდეს მყარი საკვების მიღება ანესთეზიის დაწყებამდე 6 – 8 სთ-ით ადრე, საკვების ტიპიდან გამომდინარე. (მაგ: ცხიმიანი საკვები)
ანტაციდები, H2- რეცეპტორების ანტაგონისტები და მეტოკლოპრამიდი
- ქირურგიული ოპერაციების წინ ოპერაციისათვის, (მაგ: გეგმიური საკეისრო კვეთა, მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირება და ა.შ.) უნდა განვიხილოთ პრეოპერაციულად ასპირაციის პროფილაქტიკის მიზნით ანტაციდების, H2- რეცეპტორების ანტაგონისტების და მეტოკლოპრამიდის ხმარება.
ანესთეზიოლოგიური გახმარება სამშობიარო მოქმედების და ვაგინალური მშობიარობის დროს
ანესთეზიოლოგიური გახმარება სამშობიარო მოქმედების და ვაგინალური მშობიარობის დროს მოიცავს:
- ნეირაქსიარული ანესთეზიის დაწყების დრო და მშობიარობის გამოსავალი
- ნეირაქსიარული ანესთეზია და მშობიარობის მცდელობა გადატანილი საკეისრო კვეთის დროს
- ანესთეზიისა და ანალგეზიის ტექნიკა
დამატება №3 მიმოიხილავს ანესთეზიოლოგიური გახმარებას სამშობიარო მოქმედების და ვაგინალური მშობიარობის დროს
ნეირაქსიარული ანესთეზიის დაწყების დრო და მშობიარობის გამოსავალი
ლიტერატურული მონაცემები: როდესაც ადარებენ ნეირაქსიარული ანესთეზიის ადრეულ დაწყებას (საშვილოსნოს ყელის გახსნა 4-5 სმ-ზე ნაკლები) და მოგვიანებით დაწყებას,(საშვილოსნოს ყელის გახსნა 4-5 სმ-ზე მეტი) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები მიუთითებენ, რომ სპონტანური, ინსტრუმენტული და საკეისრო კვეთით მშობიარობის მაჩვენებელი არაერთგვაროვანია. (კატეგორია A1-E მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები, რომლებიც ადარებენ 2 სმ-ზე ნაკლებ და 2 სმ-ის ტოლ, ან მეტ საშვილოსნოს ყელის გახსნას, რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები ასევე აჩვენებენ იგივე შედეგებს. (კატეგორია A3-E მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები, რომლებიც ადარებენ კომბინირებული სპინალურ-ეპიდუდული ანესთეზიის ადრეულ დაწყებას და მოგვიანებით დაწყებას, ასევე გვაძლევენ არაერთგვაროვან შედეგებს სპონტანური, ინსტრუმენტული და საკეისრო კვეთით მშობიარობის მაჩვენებელის მხრივ. (კატეგორია A2-E მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- მშობიარობის ადრეულ ეტაპზე, (საშვილოსნოს ყელის გახსნა 4-5 სმ-ზე ნაკლები) როცა პაციენტი ირჩევს ნეირაქსიარული ანესთეზიას, თუ ეს შესაძლებელია ის ამ სერვისით უნდა უზრუნველვყოთ.
- ნეირაქსიარული ანესთეზია უნდა შეთავაზებული იქნას პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით
- არ უთხრათ პაციენტს უარი ნეირაქსიარული ანესთეზიის ჩატარებაზე იმ მოტივით, რომ მისაღწევია საშვილოსნოს ყელის უფრო დიდი გახსნა.
ნეირაქსიარული ანესთეზია და მშობიარობის მცდელობა გადატანილი საკეისრო კვეთის დროს
ლიტერატურული მონაცემები: გადატანილი საკეისრო კვეთის შემთხვევაში მშობიარობის მცდელობის დროს არარანდომიზირებული შედარებითი კვლევები არ გვაძლევენ სანდო მონაცებს მშობიარობის გზის, ხანგრძლივობის და გართულებებთან დაკავშირებით ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების შემთხვევაში. (კატეგორია B1-E მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- გადატანილი საკეისრო კვეთის შემთხვევაში მშობიარობის მცდელობის დროს შეიძლება პაციენტს შევთავაზოთ ნეირაქსიარული ანესთეზიის ჩატარება
- ამ პაციენტებში მიზანშეწონილია ნეირაქსიარული კათეტერის ადრეულ ეტაპზე ჩაყენება, რომლითაც შემდგომში გამოვიყენებთ როგორც სამშობიარო მოქმედების ანალგეზიისათვის, ისე ანესთეზიისათვის ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში.
ანალგეზია / ანესთეზიის ტექნიკა: შესაძლებელია განვიხილოთ შემდეგი ანალგეზია / ანესთეზიის ტექნიკა
- ნეირაქსიარული კათეტერის (მაგ: სპინალური, ან ეპიდურული) ადრეულ ეტაპზე ჩაყენება მშობიარეებში, რომლებთანაც მოსალოდნელია გართულებები
- ეპიდურული ანალგეზია უწყვეტი ინფუზიით
- ეპიდურული ანალგეზია ადგილობრივი ანესთეტიკების და ოპოიდების შერევით
- ადგილობრივი ანესთეტიკების მაღალი კონცენტრაციის დაბალი კონცენტრაციის შედარება
- ინტრათეკალურად ოპოიდების ერთჯერადი შეყვანა ადგილობრივი ანესთეტიკების თანხლებით, ან მათ გარეშე
- სპინალური ნემსები pencil-point წვერით
- კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანალგეზია
- პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზია
ნეირაქსიარული კათეტერის ადრეულ ეტაპზე ჩაყენება მშობიარეებში, რომლებთანაც მოსალოდნელია გართულებები
ლიტერატურული მონაცემები: ლირერატურაში არაა საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, თუ მშობიარეებში, რომლებთანაც მოსალოდნელია გართულებები, ნეირაქსიარული კათეტერის ადრეულ ეტაპზე ჩაყენება ანალგეზიის მაშინათვე, ან მოგვიანებითი დაწყებით აუმჯობესებს დედის, ან ნაყოფის მხრივ გამოსავალს.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ განვიხილოთ ნეირაქსიარული კათეტერის ადრეულ ეტაპზე ჩაყენება სამეანო, (მაგ: მძიმე პრეეკლამფსია, ტყუპი ნაყოფი) ან ანესთეზიოლოგიური ჩვენებით, (მაგ: რთული სასუნთქი გზები, ავადმყოფური სიმსუქნე) რომ ავიცილოთ ზოგადი ანესთეზია, როდესაც შეიქმნება გადაუდებელი პროცედურის ჩატარების აუცილებლობა.
ეპიდურული ანალგეზია უწყვეტი ინფუზიით
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები მიუთითებენ, რომ ეპიდურული ანალგეზიის დროს ადგილობრივი ანესთეტიკების უწყვეტი ინფუზიით შეყვანა მშობიარობის დროს ასოცირებულია დედის ნაკლებ ტიკივილთან და დისკომფორტთან, ვიდრე ოპოიდების ერთჯერადი ინტრავენური შეყვანა. (კატეგორია A2-B მტკიცებულება) არაა საკმარისი პუბლიკაციები, რომ შევადაროთ ეპიდურული ანალგეზია უწყვეტი ინფუზიით და ოპოიდების ინტრავენური უწყვეტი ინფუზია. რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები მიუთითებენ, რომ უწყვეტი ინფუზიით ეპიდურული ანალგეზიის დროს გაუტკივარების უფრო მაღალი ხარისხია, ვიდრე ინტრამუსკულარულად ოპოიდების შეყვანის დროს. (კატეგორია A3-B მტკიცებულება) ასევე ამ დროს ერთნაირია შედეგი მშობიარობის ხანგრძლივობის და მშობიარობის გზას შორის. (კატეგორია A2-E მტკიცებულება) როდესაც ადარებენ უწყვეტი ინფუზიით ეპიდურული ანალგეზიას და ინტრათეკალურად ოპოიდების ერთჯერადი შეყვანას არარანდომიზირებული შედარებითი კვლევებით მიღებული იქნა თანაბარი შედეგი მშობიარობის ხანგრძლივობის და მშობიარობის გზას მხრივ. (კატეგორია B1-E მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- ანესთეტიკის უწყვეტი ეპიდურული ინფუზია შეიძლება გამოვიყენოთ სამშობიარო მოქმედების ეფექტური ანალგეზიისათვის
- როდესაც ავირჩევთ ანესთეტიკის უწყვეტ ეპიდურული ინფუზიას საანესთეზიო ხსნარში შეგვიძლია ოპოიდებია დამატება.
ანესთეტიკის კონცენტრაცია
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების ანგარიშის მეტა-ანალიზი გვიჩვენებს უკეთეს ანესთეზიის ხარისხს, როცა ადარებენ ადგილობრივ ანესთეტიკებს ოპოიდებთან კომბინაციაში იგივე კონცენტრაციის სუფთა ადგილობრივ ანესთეტიკებს. (კატეგორია A1-B მტკიცებულება) ამავე კვლევით მიღებულია თანაბარი შედეგი სპონტანური მშობიარობის სიხშირის, ჰიპოტენზიის, ქავილის და პირველი წუთის აპგარის შკალის მხრივ. (კატეგორია A1- E მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები გვაძლევენ თნაბარ შედეგს როდესაც ადარებენ დაბალი კონცენტრაციის ანესთეტიკისა და ოპოიდების კომბინაციის უწყვეტი ეპიდურული ინფუზიას და მაღალი კონცენტრაციის ანესთეტიკის უწყვეტი ეპიდურული ინფუზიას ოპოიდების გარეშე ანესთეზიის შენარჩუნების მიზნით. (კატეგორია A2- E მტკიცებულება) ამავე კვლევების მეტა-ანალიზი გვიჩვენებს თანაბარ შედეგს სპონტანური მშობიარობის სიხშირის და ახალშობილთა აბგარის შკალით შეფასების მხრივ. (კატეგორია A1- E მტკიცებულება) დაბალი კონცენტრაციის ანესთეტიკის გამოყენებისას მოტორული ბლოკის სიხშირე უფრო ნაკლებია. (კატეგორია A1-B მტკიცებულება) არაა საკმარისი პუბლიკაციები, რომ განვსაზღვროთ ადგილობრივ ანესთეტიკების და ოპოიდებთან კომბინაციის გავლენა დედის სხვა გვერდით მოვლენებზე. (მაგ: ჰიპოტენზია, პირღებინება, ქავილი, სინთქვის დეპრესია და შარდოს შეკავება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება დაბალი კონცენტრაციის ადგილობრივი ანესთეტიკი ოპოიდებთან კომბინაციაში, რომ მოტორული ბლოკის ხარისხი იყოს მინიმალური.
ინტრათეკალურად ოპოიდების ერთჯერადი შეყვანა ადგილობრივი ანესთეტიკების თანხლებით, ან მათ გარეშე
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები გვიჩვენებს უფრო ხანგრძლივ ეფექტს როდესაც ოპოიდების ინტრათეკალურ შეყვანას ადარებენ ინტრავენურ შეყვანასთან. (კატეგორია A1-B მტკიცებულება) არარანდომიზირებული შედარებითი კვლევები გვიჩვენებენ თანაბარ შედეგს მშობიარობის ხანგრძლივობის, მშობიარობის გზის და სხვადასხვა გვერდითი მოვლენის მხრივ, როგორიცაა: გილისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი და ქავილი. (კატეგორია B1-E მტკიცებულება) არაა საკმარისი პუბლიკაციები, რომ შევადაროთ ინტრათეკალურად ოპოიდების ერთჯერადი შეყვანა ადგილობრივი ანესთეტიკების თანხლებით და მათ გარეშე.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები თანხმდებიან, რომ როდესაც მოსალოდნელია ვაგინალური მშობიარობა, შეიძლება გამოვიყენოთ ინტრათეკალურად ოპოიდების ერთჯერადი შეყვანა ადგილობრივი ანესთეტიკების თანხლებით, ან მათ გარეშე, რომ მივიღოთ ეფექტური, თუმცა დროში შეზღუდული ანალგეზია. ASA-ს წევრები თანხმდებიან და კონსულტანტები მკაცრად თანხმდებიან, რომ ინტრათეკალურად შესაყვან ოპოიდებს შეიძლება დავუმატოთ ადგილობრივი ანესთეტიკები, რომ მივიღოთ უფრო ხანგრძლივი და ხარისხიანი ანალგეზიური ეფექტი.
სპინალური ნემსები pencil-point წვერით
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების ანგარიშის მეტა-ანალიზი გვიჩვენებს pencil-point წვერით სპინალური ნემსების გამოყენება ამცირებს მაგარი გარსის გაჩხვლეტით გამოწვეული თავის ტკივილის სიხშირეს მჭრელი წვერიანი სპინალური ნემსებთან შედარებით. (კატეგორია A1-B მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ უნდა გამოვიყენოთ სპინალური ნემსები pencil-point წვერით მჭრელი წვერიანი სპინალური ნემსების მაგივრად, რომ შევამციროთ მაგარი გარსის გაჩხვლეტით გამოწვეული თავის ტკივილის სიხშირე.
კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანალგეზია
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების ანგარიშის მეტა-ანალიზი გვიჩვენებს უკეთეს ანესთეზიის ხარისხს და ანესთეზიის უფრო სწრაფ დაწყებას, როცა ადარებენ კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანალგეზიას ოპოიდების გამოყენებით და ეპიდურული ანალგეზიას ოპოიდების გამოყენებით. ამასთანავე თანაბარი შედეგებია მიღებული პაციენტისგან ანესთეზიით კმაყოფილების მხრივ და ასევე მშობიარობის გზის, ჰიპოტენზიის, ქავილის და პირველი წუთის აპგარის შკალის მხრივ. (კატეგორია A1- E მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების ანგარიშის მეტა-ანალიზი გვიჩვენებს მოტორული ბლოკის უფრო მაღალ სიხშირეს კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანალგეზიის დროს. (კატეგორია A1-H მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- თუ სავარაუდოდ მშობიარობა გაგრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე გრძელდება სპინალური ოპოიდის ანალგეზიური მოქმედება, ან თუ არის ოპერაციული გზით მშობიარობის მაღალი ალბათობა, უნდა ავირჩიოთ კათეტერიზაციის ტექნიკა ერთჯერადი ინექციის ტექნიკის მაგივრად.
- კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანალგეზია შეიძლება გამოვიყენოთ სამშობიარო მოქმედების სწრაფი და ეფექტური ანალგეზიისათვის.
პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზია
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების ანგარიშის მეტა-ანალიზი გვიჩვენებს ანესთეტიკების შემცირებულ მოხმარებას, როცა ადარებენ პაციენტის მიერ კონტროლირებულ ეპიდურულ ანალგეზიას და ეპიდურულ ანალგეზიას უწყვეტი ინფუზიით. (კატეგორია A1-B მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების ანგარიშის მეტა-ანალიზი გვიჩვენებს ასევე თანაბარ შედეგებს მშობიარობის ხანგრძკივობის, მშობიარობის გზის, მოტორული ბლოკის ხარისხის და პირველ და მეხუთე წუთზე ახალშობილთა აბგარის შკალით შეფასების მხრივ. (კატეგორია A1- E მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების ანგარიშის მეტა-ანალიზი გვიჩვენებს უფრო დიდ ანალგეტიკურ ეფექტურობას, როდესაც პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზია მიმდინარეობს ფონური ინფუზიით, ვიდრე მის გარეშე. (კატეგორია A1-B მტკიცებულება) და ამ დროს შედეგები თანაბარია მშობიარობის გზის და მოტორული ბლოკის ხარისხის მხრივ. (კატეგორია A1- E მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზია შეიძლება გამოვიყენოთ, რომ უზრუნველვყოთ სამშობიარო მოქმედების ეფექტური და მოქნილი ანალგეზია.
- პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზიის გამოყენებას უპირატესობა ენიჭება ფიქსირებული ინფუზიის სიჩქარით ეპიდურულ ანალგეზიასთან, რადგან ამ დროს მცირდება ანესთეზიოლოგიური ჩარევის სიხშირე და ადგილობრივი ანესთეტიკების ხარჯვა.
- კონსულტანტები და ASA-ს წევრები თანხმდებიან, რომ პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზია შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ფონური ინფუზიით, ისე მის გარეშე.
ანესთეზიოლოგიური დახმარების რეკომენდაციები ვაგინალური მშობიარობის დროს
ნეირაქსიარული ანესთეზიის დაწყების დრო და მშობიარობის გამოსავალი
- მშობიარობის ადრეულ ეტაპზე, (საშვილოსნოს ყელის გახსნა 4-5 სმ-ზე ნაკლები) როცა პაციენტი ირჩევს ნეირაქსიარული ანესთეზიას, თუ ეს შესაძლებელია ის ამ სერვისით უნდა უზრუნველვყოთ.
- ნეირაქსიარული ანესთეზია უნდა შეთავაზებული იქნას პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა რამდენ სანტიმეტრზეა საშვილოსნოს ყელი გახსნილი.
- აუხსენით პაციენტს, რომ ნეირაქსიარული ანესთეზია არ ზრდის საკეისრო კვეთის რისკს.
ნეირაქსიარული ანესთეზია და მშობიარობის მცდელობა გადატანილი საკეისრო კვეთის დროს
- გადატანილი საკეისრო კვეთის შემთხვევაში მშობიარობის მცდელობის დროს შეიძლება პაციენტს შევთავაზოთ ნეირაქსიარული ანესთეზიის ჩატარება.
- ამ პაციენტებთან განიხილეთ ნეირაქსიარული კათეტერის ადრეულ ეტაპზე ჩაყენება, რომლითაც შემდგომში გამოვიყენებთ როგორც სამშობიარო მოქმედების ანალგეზიისათვის, ისე ანესთეზიისათვის ოპერაციული ჩარევის შემთხვევაში.
ანალგეზია / ანესთეზიის ტექნიკა.
ნეირაქსიარული კათეტერის ადრეულ ეტაპზე ჩაყენება მშობიარეებში, რომლებთანაც მოსალოდნელია გართულებები:
- ნეირაქსიარული კათეტერის ადრეულ ეტაპზე ჩაყენება სამეანო, (მაგ: მძიმე პრეეკლამფსია, ტყუპი ნაყოფი) ან ანესთეზიოლოგიური ჩვენებით, (მაგ: რთული სასუნთქი გზები, ავადმყოფური სიმსუქნე) რომ ავიცილოთ ზოგადი ანესთეზია, როდესაც შეიქმნება გადაუდებელი პროცედურის ჩატარების აუცილებლობა.
- ამ შემთხვევებში ნეირაქსიარული კათეტერის ჩადგმა შეიძლება ჩავატაროთ როგორც სამშობიარო მოქმედების დაწყებამდე, ისე დაწყების შემდეგ მშობიარის მოთხოვნით.
ეპიდურული ანალგეზია უწყვეტი ინფუზიით
- ანესთეტიკის უწყვეტი ეპიდურული ინფუზია შეიძლება გამოვიყენოთ სამშობიარო მოქმედების ეფექტური ანალგეზიისათვის
- როდესაც ავირჩევთ ანესთეტიკის უწყვეტ ეპიდურული ინფუზიას საანესთეზიო ხსნარში შეგვიძლია ოპოიდებია დამატება, რომ შევამციროთ ადგილობრივი ანესთეტიკის კონცენტრაცია, გავაუმჯობესოთ ანესთეზიის ხარისხი და შევამციროთ მოტორული ბლოკი.
ანესთეტიკის კონცენტრაცია
- უნდა გამოვიყენოთ რაც შეიძლება დაბალი კონცენტრაციის ადგილობრივი ანესთეტიკი ოპოიდებთან კომბინაციაში, რომ მოტორული ბლოკის ხარისხი იყოს მინიმალური.
ინტრათეკალურად ოპოიდების ერთჯერადი შეყვანა ადგილობრივი ანესთეტიკების თანხლებით, ან მათ გარეშე
- როდესაც მოსალოდნელია ვაგინალური მშობიარობა, შეიძლება გამოვიყენოთ ინტრათეკალურად ოპოიდების ერთჯერადი შეყვანა ადგილობრივი ანესთეტიკების თანხლებით, ან მათ გარეშე, რომ მივიღოთ ეფექტური, თუმცა დროში შეზღუდული ანალგეზია
- თუ სავარაუდოდ მშობიარობა გაგრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე გრძელდება სპინალური ოპოიდის ანალგეზიური მოქმედება, ან თუ არის ოპერაციული გზით მშობიარობის მაღალი ალბათობა, უნდა ავირჩიოთ კათეტერიზაციის ტექნიკა ერთჯერადი ინექციის ტექნიკის მაგივრად.
- ინტრათეკალურად შესაყვან ოპოიდებს შეიძლება დავუმატოთ ადგილობრივი ანესთეტიკები, რომ მივიღოთ უფრო ხანგრძლივი და ხარისხიანი ანალგეზიური ეფექტი.
სპინალური ნემსები pencil-point წვერით
- უნდა გამოვიყენოთ სპინალური ნემსები pencil-point წვერით მჭრელი წვერიანი სპინალური ნემსების მაგივრად, რომ შევამციროთ მაგარი გარსის გაჩხვლეტით გამოწვეული თავის ტკივილის სიხშირე.
კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანალგეზია
- თუ სავარაუდოდ მშობიარობა გაგრძელდება იმაზე დიდხანს, ვიდრე გრძელდება სპინალური ოპოიდის ანალგეზიური მოქმედება, ან თუ არის ოპერაციული გზით მშობიარობის მაღალი ალბათობა, უნდა ავირჩიოთ კათეტერიზაციის ტექნიკა ერთჯერადი ინექციის ტექნიკის მაგივრად.
- კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანალგეზია შეიძლება გამოვიყენოთ სამშობიარო მოქმედების სწრაფი და ეფექტური ანალგეზიისათვის.
პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზია
- პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზია შეიძლება გამოვიყენოთ, რომ უზრუნველვყოთ სამშობიარო მოქმედების ეფექტური და მოქნილი ანალგეზია.
- პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზიის გამოყენებას უპირატესობა ენიჭება ფიქსირებული ინფუზიის სიჩქარით ეპიდურულ ანალგეზიასთან, რადგან ამ დროს მცირდება ანესთეზიოლოგიური ჩარევის სიხშირე და ადგილობრივი ანესთეტიკების ხარჯვა.
- პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანალგეზია შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ფონური ინფუზიით, ისე მის გარეშე.
პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილება
პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილების ტექნიკა მოიცავს:
- ანესთეზიურ ტექნიკა პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილებისათვის
- ნიტროგლიცერინი საშვილოსნოს რელაქსაციისათვის
ანესთეზიურ ტექნიკა
ლიტერატურული მონაცემები: არაა საკმარისი პუბლიკაციები, რომ განვსაზღვროთ პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილებისათვის ანესთეზიის რომელ მეთოდს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- ნეირაქსიარული ანესთეზიის დაწყების წინ უნდა შეფასდეს პაციენტის ჰემოდინამიკური სტატუსი.
- თუ წინასწარ ჩაყენებული გვაქვს ეპიდურული კათეტერი და პაციენტი არის ჰემოდინამიკურად სტაბილური, უნდა ავირჩიოთ ეპიდურული ანესთეზია.
კონსულტანტები და ASA-ს წევრები თანხმდებიან, რომ უნდა მივიღოთ ზომები ასპირაციის პროფილაქტიკისათვის.
კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- ადრეულ მშობიარობის შემდგომ პერიოდში სედაცია / ანალგეზიისას ანესთეტიკის დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, რადგან დიდია სუნთქვის დეპრესიის და ასპირაციის პოტენციური რისკი.
- იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს გამოხატულ სისხლდენასთან ჰემოდინამიკური პარამეტრების არასტაბილურობით, ნეირაქსიარული ანესთეზიის მაგივრად უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ზოგად ანესთეზიას ენდოტრაქეალური ინტუბაციით.
ნიტროგლიცერინი საშვილოსნოს რელაქსაციისათვის
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები რომლებიც იკვლევენ ინტრავენურ ან სუბლინგვალური ნიტროგლიცერინის გამოყენებას პლაცებოსთან შედარებით საშვილოსნოს რელაქსაციის მიზნით, გვაძლევენ ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების წარმატებული მოცილების მხრივ. (კატეგორია A2-E მტკიცებულება) ობსერვაციული კვლევები და ქეის რეპორტები გვიჩვენებს წარმატებულ საშვილოსნოს რელაქსაციას და წარმატებულ პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილებას ნიტროგლიცერინის ინტრავენურ ან სუბლინგვალური გამოყენების შემდეგ. (კატეგორია B3 / B4 მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: შედეგები: ASA-ს წევრები თანხმდებიან და კონსულტანტები მკაცრად თანხმდებიან, რომ პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილების დროს საშვილოსნოს რელაქსაციის მიზნით შესაძლებელია გამოვიყენოთ ნიტროგლიცერინი, როგორც ტერბუტალინის სულფატის და საინჰალაციო ანესთეტიკებით ზოგადი ანესთეზიის ალტერნატივა.
რეკომენდაციები პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილებისთვის
ანესთეზიის ტექნიკა პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილების დროს
- ზოგადად, პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილების დროს არ არის განსაზღვრული ანესთეზიის რომელ მეთოდს უნდამივანიჭოთ უპირატესობა.
- თუ წინასწარ ჩაყენებული გვაქვს ეპიდურული კათეტერი და პაციენტი არის ჰემოდინამიკურად სტაბილური, უნდა ავირჩიოთ ეპიდურული ანესთეზია.
- ნეირაქსიარული ანესთეზიის დაწყების წინ უნდა შეფასდეს პაციენტის ჰემოდინამიკური სტატუსი.
- უნდა მივიღოთ ზომები ასპირაციის პროფილაქტიკისათვის.
- ადრეულ მშობიარობის შემდგომ პერიოდში სედაცია / ანალგეზიისას ანესთეტიკის დოზის ტიტრირება უნდა მოხდეს ძალიან ფრთხილად, რადგან დიდია სუნთქვის დეპრესიის და ასპირაციის პოტენციური რისკი.
- იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს გამოხატულ სისხლდენასთან ჰემოდინამიკური პარამეტრების არასტაბილურობით, ნეირაქსიარული ანესთეზიის მაგივრად უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ზოგად ანესთეზიას ენდოტრაქეალური ინტუბაციით.
ნიტროგლიცერინი საშვილოსნოს რელაქსაციისათვის
- პლაცენტის ჩარჩენილი ნაწილების მოცილების დროს საშვილოსნოს რელაქსაციის მიზნით შესაძლებელია გამოვიყენოთ ნიტროგლიცერინი, როგორც ტერბუტალინის სულფატის და საინჰალაციო ანესთეტიკებით ზოგადი ანესთეზიის ალტერნატივა.
- საშვილოსნოს საჭირო ხარისხით რელაქსაციისათვის შესაძლოა მივცეთ ნიტროგლიცერინის ინტრავენური, ან სუბლინგვალური (მაგ: ტაბლეტი, ან ფიქსირებული დოზის სპრეი) ფორმები ზრდადი დოზებით.
ანესთეზიოლოგიური დახმარება საკეისრო კვეთის დროს
ანესთეზიოლოგიური დახმარება საკეისრო კვეთის დროს მოიცავს:
- აღჭურვილობა, მოხმარების საგნები, დამხმარე პერსონალი
- ზოგადი, სპინალური, ეპიდურული, ან კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანესთეზია
- ინტრავენურად კრისტალოიდების ან კოლოიდების წინასწარი გადასხმა
- ეფედრინი, ან ფენილეფრინი
- ნეირაქსიარული ანესთეზიის შემდგომ პოსტოპერაციული ანალგეზიისათვის ნეირაქსიარული ოპოიდების შეყვანა
აღჭურვილობა, მოხმარების საგნები, დამხმარე პერსონალი
ლიტერატურული მონაცემები: ლიტერატურა არასაკმარისია, რომ შეფასდეს სამშობიაროს საოპერაციო ბლოკში ზოგადი პროფილის საოპერაციო ბლოკის ანალოგიური აღჭურვილობის, მოხმარების საგნების და დამხმარე პერსონალის უზრუნველყოფის სარგებელი.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- აღჭურვილობა, მოხმარების საგნები, დამხმარე პერსონალი, რომელიც არის ხელმისაწვდომი სამშობიაროს საოპერაციო ბლოკში, უნდა იყოს ზოგადი პროფილის საოპერაციო ბლოკის ანალოგიური.
- პოტენციური გართულებების მკურნალობისთვის საჭირო რესურსები (მაგ: რთული ინტუბაცია, არაადექვატური ანესთეზია, ჰიპოტენზია, სუნთქვის დეპრესია, ადგილობრივი ანესთეტიკების სისტემური ტოქსიურობა, ქავილი და პირღებინება) ასევე უნდა მოიპოვებოდეს სამშობიაროს საოპერაციო ბლოკში.
- სამეანო პროფილის პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ნეურაქსიალური, ან ზოგადი ანესთეზიიდან გამოსვლის სტადიაში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი აპარატურა და პერსონალი.
ზოგადი, სპინალური, ეპიდურული, ან კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანესთეზია
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები მიუთითებენ მაღალ აბგარის შკალის შედეგს პირველ და მეხუთე წუთზე, ეპიდურული ანესთეზიის დროს ზოგად ანესთეზიასთან შედარებით (კატეგორია A2-B მტკიცებულება) და იგივე შედეგს ჭიპის არტერიის pH-ის მხრივ. (კატეგორია A2-E მტკიცებულება) როდესაც სპინალურ ანესთეზიას ადარებენ ზოგად ანესთეზიასთან, რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მონაცემები საეჭვოა პირველ და მეხუთე წუთზე აბგარის შკალის შედეგის და ჭიპის არტერიის pH-ის მხრივ. (კატეგორია A2-E მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები ასევე იძლევიან საეჭვო მონაცემებს, როდესაც ადარებენ ეპიდურულ, ან სპინალურ ანესთეზიას ზოგად ანესთეზიასთან, საოპერაციოში გატარებული საერთო დროის მხრივ. (კატეგორია A2-E მტკიცებულება)
როდესაც სპინალურ ანესთეზიას ადარებენ ეპიდურულ ანესთეზიასთან, რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მონაცემები საეჭვოა მშობიარობის ხანგრძლივობის მხრივ, (სამშობიარო მოქმემედების დაწყებიდან მშობიარობამდე დრო) ასევე ჰიპოტენზიის, ჭიპის არტერიის pH-ის და და აბგარის შკალის მონაცემების მხრივ. (კატეგორია A2-E მტკიცებულება)
როდესაც კომბინირებულ სპინალურ-ეპიდურულ ანესთეზიას ადარებენ ეპიდურულ ანესთეზიასთან, რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მონაცემები საეჭვოა ჰიპოტენზიის სიხშირის, და პირველ წუთზე აბგარის შკალის მონაცემების მხრივ. (კატეგორია A2-E მტკიცებულება) ხოლო როდესაც კომბინირებულ სპინალურ-ეპიდურულ ანესთეზიას ადარებენ სპინალურ ანესთეზიასთან, რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მონაცემები საეჭვოა მშობიარობის ხანგრძლივობის მხრივ, (სამშობიარო მოქმემედების დაწყებიდან მშობიარობამდე დრო) საოპერაციოში დაყოვნების მხრივ, ჰიპოტენზიის სიხშირის, და პირველ და მეხუთე წუთზე აბგარის შკალის მონაცემების მხრივ. (კატეგორია A2-E მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- გადაწყვეტილება, თუ რომელი კონკრეტული ტექნიკა უნდა გამოვიყენოთ საკეისრო კვეთისათვის, მიღებული უნდა იქნეს ინდივიდუალურად, ანესთეზიოლოგიური, სამეანო და ნაყოფისმხრივი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით. (მაგ: გეგმიური, ან სასწრაფო) ასევე პაციენტის არჩევანით და ანესთეზიოლოგის დასკვნით.
- მიუხედავად იმისა, თუ ანესთეზიის რომელ მეთოდს ავირჩევთ, უნდა მოვახდინოთ საშვილოსნოს გვერდზე გადაწევა. (ჩვეულებრივ მარცხენა მხარეს)
- საკეისრო კვეთის დროს ზოგად ანესთეზიასთან შედარებით უპირატესობა მიანიჭეთ ნეირაქსიარული ანესთეზიას.
- თუ არჩეულია სპინალური ანესთეზია, უპირატესობა მიანიჭეთ pencil-point წვერიან ნემსებს მჭრელ წვერიანებთან შედარებით.
- სასწრაფო საკეისრო კვეთის დროს წინასწარ ჩადგმული ეპიდურული კათეტერი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სპინალური ანესთეზიის ალტერნატივა.
- ზოგი გარემოების დროს (მაგ: ნაყოფის მკვეთრი ბრადიკარდია, საშვილოსნოს გახევა, მძიმე სისხლდენა, პლაცენტის დიდი ზომის აცლა, ჭიპლარის გამოვარდნა, დღენაკლი ახალშობილის ჯდომით წინამდებარეობა) ზოგადი ანესთეზია ყველაზე ადეკვატური არჩევანია.
ინტრავენურად კრისტალოიდების ან კოლოიდების წინასწარი გადასხმა
ლიტერატურული მონაცემები: როდესაც ადარებენ სპინალურ ანესთეზიის დროს განვითარებილი დედის ჰიპოტენზიის სიხშირის კუთხით წინასწარ კრისტალოიდების ან კოლოიდების გადასხმას იმ ჯგუფებს, სადაც გადასხმა არ ჩატარებულა, რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები გვაძლევენ ურთიერთ გამომრიცხავ შედეგებს. (კატეგორია A2-E მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების ანგარიშის მეტა-ანალიზი გვიჩვენებს საეჭვო შედეგებს როდესაც ადარაბენ დედის ჰიპოტენზიის სიხშირის კუთხით წინასწარ კრისტალოიდების და კოლოიდების გადასხმას. (კატეგორია A2-E მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები თანხმდებიან, რომ საკეისრო კვეთის დროს წინასწარ ხსნარების გადასხმა შეიძლება გამოვიყენოთ, რათა შევამციროთ სპინალური ანესთეზიის შემდგომ განვითარებული დედის ჰიპოტენზიის სიხშირე. ASA-ს წევრები თანხმდებიან და კონსულტანტები მკაცრად თანხმდებიან, რომ თუმცა სითხეების წინასწარ გადასხმა ამცირებს დედის ჰიპოტენზიის სიხშირეს, ამან არ უნდა დააყოვნოს სპინალური ანესთეზიის დაწყება, იმ მოტივით, რომ გადასასხმელია სითხეების გარკვეული რაოდენობა.
ეფედრინი, თუ ფენილეფრინი
ლიტერატურული მონაცემები: ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მეტა-ანალიზი მიუთითებს, რომ ინტრავენურად ეფედრინის გამოყენებისას დედის ჰიპოტენზიის სიხშირე მცირდება პლაცებოსთან შედარებით. (კატეგორია A1-B მტკიცებულება) ჰიპოტენზიასთან დაკავშირებით ეფედრინის ინტრამუსკულარული გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების შედეგები საეჭვოა. (კატეგორია A2-E მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები მიუთითებენ, რომ ფენილეფრინის დიდი დოზებით გამოყენებისას დედის ჰიპოტენზიის სიხშირე მცირდება პლაცებოსთან შედარებით. (კატეგორია A2-B მტკიცებულება) ხოლო როდესაც იყენებენ ფენილეფრინის მცირე დოზებს კვლევების შედეგები საეჭვოა. (კატეგორია A2-E მტკიცებულება) ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მეტა-ანალიზი მიუთითებს, რომ ინტრავენურად ფენილეფრინის ინფუზიისას დედის ჰიპოტენზიის სიხშირე მცირდება ეფედრინთან შედარებით. (კატეგორია A1-B მტკიცებულება) ფენილეფრინის გამოყენებისას ნაყოფის ჭიპლარის არტერიულ სისხლის pH-ის მაჩვენებელი აღმოჩნდა უფრო მაღალი ეფედრინთან შედარებით. (კატეგორია A1-H მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ ინტრავენურად ეფედრინის და ფენილეფრინის გამოყენება ორივე მისაღებია ჰიპოტენზიის სამკურნალოდ ნეირაქსიარული ანესთეზის დროს.
ნეირაქსიარული ოპოიდები პოსტოპერაციული ანალგეზიისათვის
ლიტერატურული მონაცემები: რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები, რომლებიც ადარებენ საკეისრო კვეთის შემდგომ ოპოიდების ეპიდურულად შეყვანას დროგამოშვებით ინტრავენურ, ან ინტრამუსკულარულ შეყვანასთან, გვიჩვენებს გაუმჯობესებულ პოსტოპერაციული ანალგეზიას ოპოიდების ეპიდურულად შეყვანის დროს. (კატეგორია A2-B მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მეტა-ანალიზით მიღებულია თანაბარი შედეგები გულისრევის, პირღებინების და ქავილის მხრივ. (კატეგორია A1-E მტკიცებულება) რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევები გვიჩვენებს გაუმჯობესებულ პოსტოპერაციული ანალგეზიას პაციენტის მიერ კონტროლირებული ეპიდურული ანესთეზიის დროს ინტრავენური პაციენტის მიერ კონტროლირებულ ანესთეზიასთან შედარებით. (კატეგორია A2-B მტკიცებულება) და ამ დროს შედეგები გულისრევის, პირღებინების, ქავილის და სედაციის მხრივ მიღებულია საეჭვო შედეგები. (კატეგორია A2-E მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ ნეირაქსიარული ანესთეზიით საკეისრო კვეთის ჩატარების შემდეგ პოსტოპერაციული ანალგეზიისთვის უნდა ავირჩიოთ ოპოიდების ნეირაქსიარულად შეყვანა, ვიდრე დროგამოშვებით ინტრავენური შეყვანა, ან პარენტერალური მიცემა.
რეკომენდაციები ანესთეზიოლოგიური დახმარებისათვის საკეისრო კვეთის დროს
აღჭურვილობა, მოხმარების საგნები, დამხმარე პერსონალი
- აღჭურვილობა, მოხმარების საგნები, დამხმარე პერსონალი, რომელიც არის ხელმისაწვდომი სამშობიაროს საოპერაციო ბლოკში, უნდა იყოს ზოგადი პროფილის საოპერაციო ბლოკის ანალოგიური.
- პოტენციური გართულებების მკურნალობისთვის საჭირო რესურსები (მაგ: რთული ინტუბაცია, არაადექვატური ანესთეზია, ჰიპოტენზია, სუნთქვის დეპრესია, ადგილობრივი ანესთეტიკების სისტემური ტოქსიურობა, ქავილი და პირღებინება) ასევე უნდა მოიპოვებოდეს სამშობიაროს საოპერაციო ბლოკში.
- სამეანო პროფილის პაციენტებისათვის, რომლებიც იმყოფებიან ნეურაქსიალური, ან ზოგადი ანესთეზიიდან გამოსვლის სტადიაში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი აპარატურა და პერსონალი.
ზოგადი, სპინალური, ეპიდურული, ან კომბინირებული სპინალურ-ეპიდურული ანესთეზია
- გადაწყვეტილება, თუ რომელი კონკრეტული ტექნიკა უნდა გამოვიყენოთ საკეისრო კვეთისათვის, მიღებული უნდა იქნეს ინდივიდუალურად, ანესთეზიოლოგიური, სამეანო და ნაყოფისმხრივი რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით. (მაგ: გეგმიური, ან სასწრაფო) ასევე პაციენტის არჩევანით და ანესთეზიოლოგის დასკვნით.
- მიუხედავად იმისა, თუ ანესთეზიის რომელ მეთოდს ავირჩევთ, უნდა მოვახდინოთ საშვილოსნოს გვერდზე გადაწევა. (ჩვეულებრივ მარცხენა მხარეს)
- საკეისრო კვეთის დროს ზოგად ანესთეზიასთან შედარებით უპირატესობა მიანიჭეთ ნეირაქსიარული ანესთეზიას
- თუ არჩეულია სპინალური ანესთეზია, უპირატესობა მიანიჭეთ pencil-point წვერიან ნემსებს მჭრელ წვერიანებთან შედარებით.
- სასწრაფო საკეისრო კვეთის დროს წინასწარ ჩადგმული ეპიდურული კათეტერი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სპინალური ანესთეზიის ალტერნატივა.
- ზოგი გარემოების დროს (მაგ: ნაყოფის მკვეთრი ბრადიკარდია, საშვილოსნოს გახევა, მძიმე სისხლდენა, პლაცენტის დიდი ზომის აცლა, ჭიპლარის გამოვარდნა, დღენაკლი ახალშობილის ჯდომით წინამდებარეობა) ზოგადი ანესთეზია ყველაზე ადეკვატური არჩევანია
ინტრავენურად კრისტალოიდების ან კოლოიდების წინასწარი გადასხმა
- საკეისრო კვეთის დროს წინასწარ ხსნარების გადასხმა შეიძლება გამოვიყენოთ, რათა შევამციროთ სპინალური ანესთეზიის შემდგომ განვითარებული დედის ჰიპოტენზიის სიხშირე.
- თუმცა სითხეების წინასწარ გადასხმა ამცირებს დედის ჰიპოტენზიის სიხშირეს, ამან არ უნდა დააყოვნოს სპინალური ანესთეზიის დაწყება, იმ მოტივით, რომ გადასასხმელია სითხეების გარკვეული რაოდენობა.
ეფედრინი, ან ფენილეფრინი
- ინტრავენურად ეფედრინის და ფენილეფრინის გამოყენება ორივე მისაღებია ჰიპოტენზიის სამკურნალოდ ნეირაქსიარული ანესთეზის დროს.
- თუ არ არის დედია ბრადიკარდია, აირჩიეთ ფენილეფრინის, რომელიც აუმჯობესებს ნაყოფის მჟავა-ტუტოვან წონასწორობას გაურთულებელი ორსულობის დროს.
ნეირაქსიარული ოპოიდები პოსტოპერაციული ანალგეზიისათვის
- ნეირაქსიარული ანესთეზიით საკეისრო კვეთის ჩატარების შემდეგ პოსტოპერაციული ანალგეზიისთვის უნდა ავირჩიოთ ოპოიდების ნეირაქსიარულად შეყვანა, ვიდრე დროგამოშვებით ინტრავენური შეყვანა, ან პარენტერალური მიცემა.
მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირება
ლიტერატურული მონაცემები: ლიტერატურა არასაკმარისია რომ შევაფასოთ ნეურაქსიალური ანესთეზიის უპირატესობა ზოგად ანესთეზიასთან შედარებით მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირების დროს. ასევე ლიტერატურა არასაკმარისია რომ შევაფასოთ მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირების ჩატარების დრო რა გავლენას ახდენს დედის გამოსავალზე.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ
- პაციენტებმა, რომლებიც მზადდებიან მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირებისთვის, არ უნდა მიიღონ მყარი საკვები ანესთეზიის დაწყებამდე 6 – 8 სთ-ით ადრე, საკვების ტიპიდან გამომდინარე. (მაგ: ცხიმიანი საკვები)
- გადაწყვეტილება იმაზე, თუ როდის უნდა ჩავატაროთ ოპერაცია და რა სახის გაუტკივარება უნდა გამოვიყენოთ ამ დროს (ნეურაქსიალური თუ ზოგადი) უნდა მიღებული იქნეს ინდივიდუალურად, ანესთეზიოლოგიური და სამეანო რისკ-ფაქტორების (მაგ: სისხლის დანაკარგი) და პაციენტის სურვილის გათვალისწინებით.
ASA-ს წევრები თანხმდებიან და კონსულტანტები მკაცრად თანხმდებიან, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნეურაქსიალური ანესთეზიის მეთოდებს ზოგად ანესთეზიასთან შედარებით.
რეკომენდაციები მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირებისთვის
- პაციენტებმა, რომლებიც მზადდებიან მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირებისთვის, არ უნდა მიიღონ მყარი საკვები ანესთეზიის დაწყებამდე 6 – 8 სთ-ით ადრე, საკვების ტიპიდან გამომდინარე. (მაგ: ცხიმიანი საკვები)
- განვიხილოთ ასპირაციის პროფილაქტიკის ჩატარება
- გადაწყვეტილება იმაზე, თუ როდის უნდა ჩავატაროთ ოპერაცია და რა სახის გაუტკივარება უნდა გამოვიყენოთ ამ დროს (ნეურაქსიალური თუ ზოგადი) უნდა მიღებული იქნეს ინდივიდუალურად, ანესთეზიოლოგიური და სამეანო რისკ-ფაქტორების (მაგ: სისხლის დანაკარგი) და პაციენტის სურვილის გათვალისწინებით.
- უმეტეს შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნეურაქსიალური ანესთეზიის მეთოდებს ზოგად ანესთეზიასთან შედარებით.
- გაითვალისწინეთ, რომ კუჭის დაცლა შენელებულია იმ პაციენტებში, ვინც მშობიარობის დროს იღებდა ოპოიდებს.
- გაითვალისწინეთ, რომ ეპიდურულმა კათეტერმა, რომელიც ჩადგმული იქნა მშობიარობისთვის, დიდი ალბათობით შეიძლება არ იმუშაოს, თუ გასულია დროის დიდი ინტერვალი.
- თუ მშობიარობის შემდგომი მილების ლიგირება იგეგმება პაციენტის ბინაზე გაწერამდე, არ ჩაატაროთ ეს პროცედურა იმ დროს როცა შესაძლებელია სათუო გახდეს პაციენტის მოვლის სხვა ასპექტები სამშობიარო ბლოკში.
სამეანო და ანესთეზიოლოგიური გადაუდებელი მდგომარეობების მენეჯმენტი
სამეანო და ანესთეზიოლოგიური გადაუდებელი მდგომარეობების მენეჯმენტი მოიცავს:
- სისხლდენით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობებისთვის საჭირო რესურსები
- სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობებისთვის საჭირო აღჭურვილობა
- გულ-ფილტვის რეანიმაცია
სისხლდენით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობებისთვის საჭირო რესურსები
ლიტერატურული მონაცემები: ობსერვაციული კვლევები და ქეის რეპორტები მიუთითებენ რომ სისხლდენით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობა განაპირობებს დედის გართულებეის ნაკლებ ალბათობას. (კატეგორია B3/B4-B მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკებს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსები, რომ მართონ ჰემორაგიით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობები.
სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობებისთვის საჭირო აღჭურვილობა
ლიტერატურული მონაცემები: რეპორტები მიუთითებენ რომ სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობებისთვის საჭირო აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა განაპირობებს დედის, ნაყოფის და ახალშობილის გართულებეის ნაკლებ ალბათობას. (კატეგორია B4-B მტკიცებულება)
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ სამშობიარო დაწესებულებას უნდა ყავდეს პერსონალი და სათანადო აღჭურვილობა , რომ მართოს სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობები ASA-ს გაიდლაინების შესაბამისად და რთული სასუნთქი გზების სამართავად პულსოქსიმეტრი და ნახშირორჟანგის დეტექტორის ჩათვლით.
გულ-ფილტვის რეანიმაცია
ლიტერატურული მონაცემები: ლიტერატურა არასაკმარისია რომ შევაფასოთ გულ-ფილტვის რეანიმაციის ეფექტურობა ორსულობის და მშობიარობის დროს. გულის გაჩერების შემთხვევაში ამერიკის გულის ასოციაციამ დაადგინა, რომ 4-5 წუთი მაქსიმალური დროა, როცა შეიძლება გულის მუშაობა აღვადგინოთ სიცოცხლის უზრუნველყოფის საბაზისო და მოწინავე ალგორითების ღონისძიებების საშუალებით. ნაყოფის დაბადებამ შესაძლოა გააუმჯობესოს დედის რეანიმაციის გამოსავალი აორტო-კავალური კომპრესიის მოხსნის გამო. ამერიკის გულის ასოციაცია ასევე აღნიშნავს, რომ 24-25 კვირის გესტაციის ნაყოფის გადარჩენის საუკეთესო გზაა როცა მისი დაბადება მოხდება დედის გულის გაჩერებიდან არაუმეტეს 5 წთ-ში.
კვლევის შედეგები: კონსულტანტები და ASA-ს წევრები მკაცრად თანხმდებიან, რომ:
- სამშობიარო ბლოკში დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს სიცოცხლის შემანარჩუნებელი საბაზისო და მოწინავე ალგორითმის შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
- თუ განვითარდა გულის გაჩერება, დაიწყე სტანდარტული რეანიმაციული ღონისძიებები ორსულობის გათვალისწინებით, როგორიცაა საშვილოსნოს მანუალურად გვერდზე გადაწევა და საკეისრო კვეთით ნაყოფის ამოყვანა.
სამეანო და ანესთეზიოლოგიური გადაუდებელი მდგომარეობების მენეჯმენტის რეკომენდაციები:
სისხლდენით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობებისთვის საჭირო რესურსები:
- სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკებს უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსები, რომ მართონ ჰემორაგიით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობები. (ცხრილი 1)
- ხელმისაწვდომი უნდა იყოს თანამოსახელე ჯგუფის, ან O-negative ჯგუფის სისხლი.
- ძნელად სამართავი სისხლდენის დროს, როდესაც დაკონსერვებული სისხლის კომპონენტები არ არის ხელმისაწვდომი, ან პაციენტი უარს აცხადებს მათ გადასხმაზე, თუ შესაძლებელია განიხილეთ ინტრაოპერაციულად ერითროციტების შემგროვებელი საშუალებების გამოყენება. (cell saver)
სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობებისთვის საჭირო აღჭურვილობა:
- სამშობიარო დაწესებულებას უნდა ყავდეს პერსონალი და სათანადო აღჭურვილობა , რომ მართოს სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობები ASA-ს გაიდლაინების შესაბამისად. ამაში შედის პულსოქსიმეტრი და ნახშირორჟანგის დეტექტორი.
- სასუნთქ გზებთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობების მართვის საბაზისო აღჭურვილობა დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნაურაქსილარული ანესთეზიის ჩატარების დროს. (ცხრილი 2)
- სამშობიარო ბლოკში დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს რთულ სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პორტატული აღჭურვილობა. (ცხრილი 3)
- უნდა არსებობდეს რთული სასუნთქი გზების დროს ინტუბაციის ჩატარების წინასწარ განსაზღვრული სტრატეგია
- როდესაც ინტუბაცია ვერ ხერხდება, განიხილე ნიღბით ვენტილაცია კრიკოიდულ ხრტილზე ზეწოლის პირობებში, ან ხორხზედა სასუნთქი მოწყობილობის გამოყენება (ლარინგეალური ნიღაბი, i-gel, კომბითუბი და სხვა) რომ მოვახდინოთ ფილტვების ვენტილაცია.
- თუ ვერ ხერხდება ფილტვების ვენტილაცია და პაციენტის გამოღვიძება, უნდა ჩატარდეს სასუნთქი გზების ქირურგიული გზით გაკონტროლება.
გულ-ფილტვის რეანიმაცია
- სამშობიარო ბლოკში დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი უნდა იყოს სიცოცხლის შემანარჩუნებელი საბაზისო და მოწინავე ალგორითმის შესრულებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
- თუ განვითარდა გულის გაჩერება, დაიწყე სტანდარტული რეანიმაციული ღონისძიებები.
- უნდა განხორციელდეს საშვილოსნოს მანუალურად გვერდზე (ჩვეულებრივ მარცხნივ) გადაწევა.
- თუ დედის გულისცემის აღდგენა ვერ მოხერხდა 4 წთ-ის მანძილზე, მეანების გუნდმა უნდა განახორციელონ საკეისრო კვეთა.
ცხრილი №1: სისხლდენით გამოწვეული გადაუდებელი მდგომარეობებისთვის რეკომენდირებული რესურსები: |
მსხვილი კალიბრის IV კათეტერები გადასასხმელი სითხის გამათბობელი აირის დაბერვით სხეულის გამათბობელი ხელმისაწვდომი სისხლის ბანკის რესურსები მასიური ტრანსფუზიის პროტოკოლი აღჭურვილობა სითხეების და სისხლის სწრაფი გადასხმისათვის მაგალითად: ხელით გასაბერი წნევით გადასხმის სისტემები, ავტომატური ინფუზიის აპარატურა და სხვა. |
ეს ჩამონათვალი არის რეკომენდაციული. ის შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული საჭიროების, მიზნების და სამედიცინო პერსონალის უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე |
ცხრილი №2: სასუნთქი გზების დაცვისათვის რეკომენდირებული რესურსები ნეურაქსიზლური ანესთეზიის დროს სამშობიარო ბლოკში |
ლარინგოსკოპი და შესაბამისი სოლების ნაკრები ენდოტრაქეალური მილები სტილეტებთან ერთად ჟანგბადის წყარო საქაჩი სისტემა მილიდან და პირხახიდან სანაციის დაბოლოებებით ამბუს პარკი და ნიღბები დადებითი წნევით ვენტილაციისათვის მედიკამენტები არტერიული წნევის სტაბილიზაციის, კუნთების რელაქსაციის და სედაციისათვის |
ეს ჩამონათვალი არის რეკომენდაციული. ის შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული საჭიროების, მიზნების და სამედიცინო პერსონალის უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე |
ცხრილი №3: რთული სასუნთქი გზების მენეჯმენტის პორტატულ ჩანთაში ჩასადები რეკომენდირებული აღჭურვილობის სია საკეისრო კვეთისათვის განკუთვნილ საოპერაციოში. |
რიგიდული ლარინგოსკოპის პირები განსხვავებილი დიზაინით. ვიდეოლარინგოსკოპი. სხვადასხვა ზომის საინტუბაციო მილები. საინტუბაციო მილების მანდრენები. ამაში შედის (მაგრამ შეიძლება სხვა ვარიანტებიც) ნახევრად რიგიდული სტილეტები, ნათურიანი მიმმართველი, Magil-ის მაშა - საინტუბაციო მილის წვერის სწორი პოზიციონირებისათვის. სულ მცირე ერთი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასუნთქი გზების გადაუდებელი არაქირურგიული ვენტილაცია. (მაგალითად: ლარინგეალური ნიღაბი, საინტუბაციო ლარინგეალური ნიღაბი, ლარინგეალური მილი (კომბიტუბი) და სხვა. მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასუნთქი გზების გადაუდებელი ქირურგიული ვენტილაცია. (მაგალითად: კრიკოთიროტომია) |
ეს ჩამონათვალი არის რეკომენდაციული. ის შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული საჭიროების, მიზნების და სამედიცინო პერსონალის უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე |
ლიტერატურა:
Practice Guidelines for Obstetric Anesthesia: An Updated Report by the American Society of Anesthesiologists Task Force on Obstetric Anesthesia and the Society for Obstetric Anesthesia and Perinatology Anesthesiology February 2016, Vol. 124, 270–300.