ჰიპერგლიკემიის მართვის პროტოკოლი
გლიკემიის კონტროლი გლუკომეტრით ხდება ყოველ 2 სთ-ში, ან უფრო ხშირად, თუ სიტუაცია სწრაფად იცვლება. როდესაც 3 თანამიმდევრილი გაზომვით გლიკემია < 180 მგ%, მაშინ შეიძლება 6 სთ-ში ერთხელ გაზომვა. გლიკემია განისაზღვება მგ%-ში.ინსულინში იგულისხმება ხანმოკლე მოქმედების აქტრაპიდი
ინსულინის საწყისი დოზირება:
გლიკემია: (მგ%) | ბოლუსი: | ინფუზია: |
181 – 200 | ბოლუსი არ სჭირდება | 0,5 ერთ/სთ |
201 – 240 | 3 ერთეული | 1 ერთ/სთ |
241 – 280 | 5 ერთეული | 1 ერთ/სთ |
281 - 320 | 10 ერთეული | 2 ერთ/სთ |
> 321 | სასურველია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია |
შემანარჩუნებელი დოზა:
- < 95 – გლუკოზის IV ბოლუსი 12,5 გ (20 – 40%), შეამცირეთ ინფუზიის სიჩქარე 1 ერთ/სთ-ით.
- 96 – 110 შეამცირეთ ინფუზიის სიჩქარე 0,5 ერთ/სთ-ით.
- 111 – 180 არ შეცვალოთ ინფუზიის სიჩქარე
- 181 – 225 მოუმატეთ ინფუზიის სიჩქარე 0,5 ერთ/სთ-ით.
- 226 – 250 ბოლუსი 5 ერთეული, მოუმატეთ ინფუზიის სიჩქარე 0,5 ერთ/სთ-ით.
- 251 – 320 ბოლუსი 10 ერთეული, მოუმატეთ ინფუზიის სიჩქარე 1 ერთ/სთ-ით.
- > 321 მგ% სასურველია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.
სუბკუტანეურ დოზაზე გადასვლა:
IV ინფუზიის გაჩერებიდან 30 წთ-ში ვაკეთებთ სუბკუტანეურ დოზას. ყოველ 6 სთ-ში კანქვეშ უნდა შევიყვანოთ 24 სთ-ში გადასხმული დოზის 1/8-დი.
მაგალითად: 24 სთ-ში ინფუზიით გაუკეთდა 64 ერთ ინსულინი - სუბკუტანეური დოზა (ავღნიშნოთ X-ით) არის 8 ერთეული.
შემანარჩუნებელი დოზა:
- < 80 მგ% - არ ვაკეთებთ ინსულინის ინექციას, თუ საჭიროა ვაძლევთ 12,5 გ გლუკოზას (20 – 40%), ვაკონტროლებთ 1 სთ-ში.
- 81 – 120 – (X – 4 ერთეული)
- 121 – 160 – (X – 2 ერთეული)
- 161 – 200 – (X ერთეული)
- 201 – 240 – (X + 2 ერთეული)
- 241 – 280 – (X + 4 ერთეული)
- 281 – 320 – (X + 6 ერთეული)
- > 320 მგ% – სასურველია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.