ინტენსიური თერაპიის პროტოკოლი ეკლამფსიის და ეკლამფსიური სტატუსის დროს
ინტენსიური თერაპიის მთავარი მიზნები:
- გულყრების კუპირება
- სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა
- დედისა და ნაყოფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ინტენსიური თერაპიის დანიშნულება
- გულყრების განმეორების პროფილაქტიკა
- ჰიპოქსიისა და აციდოზის კორექცია (როგორც რესპირატორული, ისე მეტაბოლური)
- ასპირაციული სინდრომის პროფილაქტიკა
საჭირო გამოკვლევები:
- სისხლის საერთო ანალიზი (ტრომბოციტების და ჰემატოკრიტის ჩათვლით)
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი:
- საერთო ცილა და ალბუმინი
- შარდოვანა, კრეატინინი
- ბილირუბინი (პირდაპირი, არაპირდაპირი)
- ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა, LDG.
- სისხლში თავისუფალი ჰემოგლობინი
- შაქარი სისხლში
- ელექტროლიტები
- პროტეინურია (ერთჯერადად აღებულ შარდში)
- შარდში ცილის დღიური ექსკრეცია (განმეორებით)
- შარდში თავისუფალი ჰემოგლობინი
- თვალის ფსკერის გამოკვლევა
მაგნეზიური თერაპია
ეკლამფსიის დრის არჩევის პრეპარატს წარმოადგენს მაგნიუმის სულფატი
თავდაპირველად: ინტრავენურად ნელა (15-20 წთ-ის მანძილზე) შეიყვანეთ 4-6 გრ მაგნიუმის სულფატი (16-24 მლ 25%-იანი ხსნარი)
შედეგ: 1-2 გრ/სთ (4-8 მლ 25%-იანი ხსნარი)
თუ გულყრების კუპირება ვერ მოხერხდა, შეყავთ 2-4-გრ მაგნიუმის სულფატი ინტრავენურად 5 წთ-ი მანძილზე (8-16 მლ 25%-იანი ხსნარი)
თუ გულყრები მეორდება, შეგვყავს 450 მგ ბარბიტურატი 2-3 წთ-ის მანძილზე, ვაინტუბირებთ და გადაგვყავს მართვით სუნთქვაზე.
დამატებით:
- ინტრავენურად, ან კუნთებში დიაზეპამი (10-30 მგ)
- ნიმოდიპინი (ნიმოტოპი) ინტრავენურად 3-5 მლ/სთ
- თუ საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი - ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, ხანმოკლე მოქმედების განგლიობლოკატორები
მშობიარობის ეტაპზე მაგნიუმის სულფატის ინფუზია უნდა გაგრძელდეს
მაგნიუმის სულფატის მოხსნის კრიტერიუმი:
- გულყრების არ არსებობა
- ც.ნ.ს-ის ზედმეტად აგზნების ნიშნების არარსებობა (ჰიპერრეფლექსია, ჰიპერტონუსი, კრუნჩხვითი მზაობა)
- არტერიული წნევის ნორმალიზაცია (დიასტ. არტ. წნევა < 90 მმ Hg)
- დიურეზის ნორმალიზაცია (> 50მლ/სთ)
სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანის კრიტერიუმები:
- ცნობიერების სრული აღდგენა
- ანტიკონვულსიური პრეპარატების მოხსნის მიუხედავად აგულრების არ არსებობა
- არაა ნახმარი ის პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სუნთქვის დათრგუნვა (ნარკოტიკები, ჰიპნოტიკები, მიორელაქსანტები)
- შეუძლია თავის აწევა ბალიშიდან 5 წმ-ის მანძილზე
- სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლები
- ჰემოგლობინის კონცენტრაცია > 80 გრ/ლ
- SaO2>95%, PaO2>80 მმ g, როცა FiO2 >0,4 (PaO2/ FiO2 >200)
- ხველის რეფლექსის აღდგენა
ყველაზე გავრცელებული შეცდომები ინტენსიური თერაპიის წარმოების დროს
დიაგნოსტიკა
- ყველა სახის გულყრის მიჩნევა ეკლამფსიის გამოვლინებად
- მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის მქონე პაციენტების მდგომარეობის არასწორი შეფასება პოსტოპერაციულ და ადრეული ლოგინობის ხანის დროს
- HELLP სინდრომის დიაგნოსტირების დაგვიანება
- პლაცენტის ნაადრევის აცლის და შინაგანი სისხლდენის დიაგნოსტირების დაგვიანება
- სისხლდენის მაშტაბების არასწორი შეფასება
- ტრანსპორტირების შესახებ არასწორი გადაწყვეტილების მიღება
ინტენსიური თერაპია
- არაა უზრუნველყოფილი საიმედო ინტრავენური მიდგომა (ვენეპუნქცია)
- ინტენსიური თერაპიის დაწყება ცენტრალური ვენის კათეტერიზაციით მაშინ, როდესაც გრძელდება გულყრები
- ზედმეტი ფაციფუცი არტერიული წნევის დასაწევად (იატროგენული ეკლამფსია)
- აქცენტის გაკეთება ანტიჰიპერტენზიულ და სედატიური მოქმედების მედიკამენტებზე მაშინ, როდესაც მაგნიუმის სულფატის არასაკმარისი დოზითაა მიცემული
- მცდელობა გულყრების კუპირება მოხდეს ბარბიტურატების დიდი დოზების შეყვანის საშუალებით
- ნიტროგლიცერინის გამოყენება მართვითი ჰიპოტენზიის მიზნით
- ოსმოსური დიურეტიკების გამოყენება
- ჰეპარინის შეყვანა მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის და ტრომბოციტოპენიის დროს
მაგნეზიური თერაპია
- საწყისი დოზის არასწორი შერჩევა
- დოზის გადაჭარბება (უფრო ხშირია ოლიგო-ანურიის დროს)
- მაგნიუმის სულფატის კუნთებში შეყვანა განვითარებული გულყრების დროს
- მუდმივი ინტრავენური ინფუზიიდან ინტრამუსკულარულ ინექციებზე ნაადრევი გადაყვანა
ინფუზური თერაპია
- ალბუმინის და დაბალმოლეკულური დექსტრანების ინფუზია მშობიარობის ჩამთავრებამდე (შეიძლება გამოიწვიონ ფილტვების შეშუპება)
- სწრაფი და მასიური გადასხმები
- პოსტოპერაციულ პარიოდში საინფუზიო საშუალებების ზედმეტი გამოყენება
- საინფუზიო საშუალებებს შორის გლუკოზის შემცველი ხსნარების ჩართვა
მართვითი სუნთქვა
- სპონტანურ სუნთქვაზე ნაადრევი დაგაყვანა
- ხორხის შეშუპება
- კუჭის შიგთავსის ასპირაცია
- პრეოპერაციულ პარიოდში მართვითი სუნთქვის მაღალი ჰიპერვენტილაციური რეჟიმების გამოყენება
- ბაროტრავმა
- ტრაქეობრონქიალური ხის არაადექვატური სანაცია
- პაციენტის მართვითი სუნთქვის აპარატიდან გადახსნა
ანესთეზია
- აორტოკავალური კომპრესიის პროფილაქტიკის არ ჩატარება საკეისრო კვეთის, ან მშობიარობის დროს
- ასპირაციული სინდრომის არასაკმარისი პროფილაქტიკა
- ნაყოფის ამოყვანამდე ანესთეზიის ზედაპირული დონის შენარჩუნება
- ლარინგოსკოპიის დროს არასასურველი ჰემოდინამიკური ეფექტების მიმართ არასაკმარისი პროფილაქტიკა
- სამედიცინო დოკუმენტაციის დაუდევრად წარმოება