საქართველოს სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიოლოგთა ასოციაცია
Georgian Association of Obstetric and Gynecological Anesthesiologists

G o o g l e    

 

 

10 წესი, რომელიც გვეხმარება მშობიარობის ეპიდურული ანესთეზიის უსაფრთხოდ ჩატარებაში




წესი № 1. არ დაიწყოთ ეპიდურული ანესთეზია, სანამ არ გექნებათ ვენაში კარგად დაფიქსირებული კათეტერი

წესი № 2. სამშობიარო ბლოკში უნდა იყოს ყველა ის საშუალება, რომელიც საჭიროა მართვითი სუნთქვისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის განსახორციელებლად.

წესი № 3. ნემსი შევიყვანოთ შუა ხაზია გასწვრივ, კათეტერიზაციამდე და ანესთეტიკის ყოველი მორიგი დოზის შეყვანისას ჩაატარეთ ასპირაციული სინჯი.

წესი № 4. დაუშვით კათეტერის თავი დაბლა. გრავიტაციული ტესტი ავლენს კათეტერის შემთხვევით მიგრაციას სისხლძარღვში.

წესი № 5. ანესთეტიკის ფრაქციული მეთოდით შეყვანისას ყოველი მორიგი დოზის წინ გააკეთეთ ტესტ-დოზა.

წესი № 6. შპრიცებს, რომლებითაც ეპიდურულ სივრცეში შეგყავთ ანესთეტიკი, უდნა გაუკეთდეთ მარკირება.

წესი № 7. ანესთეტიკის შეყვანის დროს იქონიეთ მუდმივი კავშირი პაციენტთან. ეს საშუალებას მოგცემთ დროულად აღმოაჩინოთ ანესთეტიკის შემთხვევითი სუბდურული და სისხლძარღვსშიდა შეყვანის ნიშნები.

წესი № 8. ფრაქციული შეყვანის წესის დროს ანესთეტიკის დიდი მოცულობა შეიყვანეთ პატარ-პატარა პორციებად (3-5 მლ)

წესი № 9. დაიცავით გარკვეული ინტერვალი, სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას ანესთეტიკის დოზის მორიგი გაზრდის თაობაზე.

წესი № 10. ეპიდურულ სივრცეში ანესთეტიკის ყოველი მორიგი დოზის შეყვანის შემდეგ გადაამოწმეთ სასიცოცხლო ფუნქციების პარამეტრები.


 

 

 

სამეანო
ანესთეზიის
სახელმძღვანელო

ორსულობის
კალკულატორი