შენიშვნები:
- ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მოდელი, ან MELD Score გამოიყენება დაავადების შედარებით სიმძიმისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფი პაციენტების სავარაუდო გადარჩენის შესაფასებლად.
- MELD+Na ქულის სისტემში დატებულია შრატის Na-ის პარამეტრი, რითაც ვითვალისწინებთ ჰიპონატრიემიის დამატებით რისკს.
- პროგნოზირებს სამთვიან გადარჩენას პაციენტებში (12+ წლის) ღვიძლის ციროზით.
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები უნდა შეფასდნენ PELD ქულით.
- ქულები მერყეობს 6-დან 40-მდე, უფრო მაღალი ქულები დაკავშირებულია ღვიძლის დისფუნქციის გაზრდილ სიმძიმასთან და უფრო მაღალ სამთვიან სიკვდილობასთან.
- მონაცემები აღებული უნდა იყოს არაუმეტეს 48 საათისა.
- MELD შეიძლება გამოყენებულ იქნას ღვიძლის ბოლო სტადიის მქონე ნებისმიერ პაციენტზე, ეტიოლოგიის მიუხედავად.
- რამდენიმე მდგომარეობა წარმოადგენს MELD-ის გამონაკლისს და იღებს განსხვავებულ ქულას: ჰეპატოცელულარული კარცინომა, ჰეპატოპულმონარული სინდრომი, პორტოპულმოარული ჰიპერტენზია, ოჯახური ამილოიდური პოლინეიროპათია, პირველადი ჰიპეროქსალურია,
ცისტური ფიბროზი, ჰილარული ქოლანგიოკარცინომა და ღვიძლის არტერიის თრომბოზი.
- ასევე გამორიცხვის კრიტერიუმია მწვავე შექცევადი მდგომარეობების არსებობა, როგორიცაა: სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი ან პრერენალური აზოტემია მეორადი დეჰიდრატაციის გამო. ამიტომ,
ავტორების აზრით (Kamath 2007), შკალა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ამ შექცევადი
მდგომარეობების მკურნალობის შემდეგ.
- თუ პაციენტს ჩაუტარდა 2 ან მეტი ჰემოდიალიზის სეანსი, ან 24 საათიანი CVVHD ქულის
დათვლამდე ერთი კვირის განმავლობაში, კრეატინინი ავტომატურად დაითვლება 4 მგ/დლ-ზე, კრეატინინის მაქსიმალური დონე, რომელიც დაშვებულია მოდელში.
- დამატებითი ინფორმაცია MELD და PELD ქულების შესახებ არის UNOS-ის ვებ გვერდზე
|