საქართველოს სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიოლოგთა ასოციაცია
Georgian Association of Obstetric and Gynecological Anesthesiologists

G o o g l e    

ასოციაციის შესახებ

 

ძვირფასო კოლეგებო, მოცემული მიმართვა წარმოადგენს მცდელობას ზოგად ფორმებში გადმოგცეთ საქართველოს სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიოლოგთა ასოციაციის „სსგაა“ ძირითადი მიმართულებები. „სსგაა“ წარმოადგენს საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციას და იურიდიული სტატუსი მიიღო: 10.07.2002წ-ს.

 

1) რატომ შეიქმნა „სსგაა“?

 

ამგვარი პროფესიული ორგანიზაციის შექმნა გამოწვეული იყო იმ არადამაკმაყოფილებელი მდგომარეოპბით, რომელიც სუფევს რესპუბლიკის მაშტაბით სამეანო და გინეკელოგიურ პრაქტიკაში, იმ დაბალი როლით, რომელიც უკავიათ ანესთეზიოლოგებს სამედიცინო იერარქიაში და ზოგადად ჯანდაცვის სფეროში. (განსაკუთრებით ამ მხრივ გამოირჩევა ჩვენი დარგი) გარკვეული როლი ითამაშა მსოფლიო ტენდენციამ, რომლის მიხედვითაც სამეანო და გინეკოლოგიური ანესთეზიოლოგია გამოიყო როგორც ცალკე საგანი და ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა. კიდევ ერთი სტიმული, რომელმაც გვიბიძგა „სსგაა“-ს შექმნისაკენ, იყო ანესთეზიოლოგთა გაერთიანების მსოფლიო ფედერაციის მიმართვა უსაფრთხო ანესთეზიის საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, რომლის მიხედვითაც ანესთეზიოლოგებმა უნდა შექმნან ანალოგიური ორგანიზაციები როგორც რეგიონალურ, ისე ნაციონალურ დონეზე. ასეთი ორგანიზაციების ამოცანებში შედის პრაქტიკის გაზიარაბა, უწყვეტი სამედიცინო განათლება და მასზე ზედამხედველობა, ახალი კადრების მომზადება და ანესთეზიოლოგიის, როგორც მედიცინის ახალი დარგის განვითარება.

 

თუ დავაკვირდებით საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებს, როგორც საზოგადოებრივ, ისე ჯანდაცვის სფეროში, ვნახავთ რომ არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ თავზე მოგვახვიონ თავიანთი სტანდარტები. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს სტანდარტები უფრო ხშირად აკმაყოფილებს მთავრობის წარმომადგენლებს, ვიდრე ექიმებსა დ პაციენტებს.

 

მოვიდა დრო, როდესაც ინიციატივა უნდა ავიღოთ ხელში. ანესთეზიოლოგიური სამსახურის პრობლემებს უნდა არეგულირებდნენ პროფესიონალები და არა ბიუროკრატები, რაც ასევე მნიშვნელოვანია პაციენტებისათვის. ყოველ ჩვენგანს დროდადრო სჭირდება დახმარება სხვადასხვა საკითხებში. ეს ეხება ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს, ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, მოშაობის პირობებს, მის იურიდიულ, თუ ფინანსურ მხარეებს. და ბოლოს ალბათ უარს არავინ არ იტყვის უბრალო მეგობრულ და კოლეგიალურ ურთიერთობაზე სხადასხვა საკითხებში.

 

მუშაობის პროცესში თავს იჩენს უამრავი პრობლემა, რომლის გადაჭრა ჩვენი გაერთიანების გარეშე შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები და მიზნები, უნდა მოვიპოვოთ გარკვეული დაკანონებული უფლებები, რომ შევძლოთ მდგომარეობის გამოსწორება და ჩვენი სამუშაო და ყოფითი მდომარეობის გამოსწორება. დღევანდელ დღეს გაერთიანების ყველაზე ეფექტური ფორმაა არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაცია.საქართველოში მომქმედი კანონმდებლობით ასეთ ორგანიზაციას მინიჭებული აქვს დიდი უფლებები, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება რეალური შედეგის მიღწევა.

 

2) მოქმედების სფერო

 

ასოციაციის მოქმედების სფერო საკმაოდ ფართოა: სამეანო ანესთეზიოლოგებისა და მათი ინტერესების დაცვა, ინფორმაციულ საგანმანათლო და კონსულტაციური დახმარება, სხვადასხვა სამსახურის მუშაობის კოორდინირება, რაც გულისხმობს დამაკმაყოფილებელი სამუშაო პირობების შექმნას, შრომის ნორმალურ ანაზღაურებას, იურიდიულ დაცვას და სხვა.

 

3) პროფესიული საკითხები

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ღირს ყურადღების შეჩერება, არის ჩვენი პროფესიული იმიჯი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პროფესიით, მხოლოდ ჩვენი დახმარებითაა შესაძლებელი ოპერაციისა, თუ მკურნალობის ჩატარება, მაგრამ ეს ყოველივე სათანადო დაფასების გარეშეა.

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მოსახლეობის ინფორმირების დაბალი დონე ჩვენი პროფესიის შესახებ. მათ უმეტესობას არაფერი გაეგებათ იმ სირთულეებზე, რომელიც გვხვდება პრაქტიკაში, პაცუხისმგებლობაზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენ თავზე და ძალისხმევაზე, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.

 

მეორე მხრივ ამის მიზეზია ჩვენი პროფესიული იმიჯის შეუგნებლობა. თვით ჩვენი კოლეგების მხრივ ვხედავთ დაუფასებლობას და ჩვენი შრომის უგულვებელყოფას, (განსაკუთრებით ამ მხრივ გამოირჩევიან მეან-გინეკოლოგები) რის გამოც ჩვენი პროფესია არ ითვლება პრესტიჟულად. ჩვენი სამედიცინო ინვენტარით აღჭურვას ნაკლები ყურადღება ექცევა, ხოლო შრომის ანაზღაურება სარძნობლად დაბალია სხვებთან შედარებით.

 

რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით რომ არ ვართ მკურნალი ექიმები და არ გვაქვს პაციენტთან უშუალო ურთიერთობა. ჩვენ  უმეტესად დახმარებისათვის გვეძახიან, როდესაც პაციენტის მდგომარეობა მძიმდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პროფესიის შემდგომ განვითარებაზე და პროფესიული იმიჯის შექმნაზე. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ ერთიანი ძალისხმევით შეიძლება მისი დაჩქარება.

 

4) „სსგაა“-ს მოქმედების ძირითადი პრინციპები

 

ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა არა როგორც კიდევ ერთი ზემდგომი ორგანო, არამედ მის მიზანს წარმოადგენს რეალური დახმარების აღმოჩენა ანესთეზიოლოგისათვის მის პროფესიულ მოღვაწეობაში. პირველ რიგში საჭიროა ჩვენი გაერთიანება, რომ ვეღარ შეძლონ ჩვენი ინტერესების იგნორირება. ეს აგრეთვე საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ სამუშაო პირობები და ანესთეზიოლოგიური მომსახურების ხარისხი. ასოციაციის მუშაობის მთავარი პრინციპებია:

 

  • დემოკრატიული შიდა ურთიერთობები

  • ჯანსაღი კორპორაცია

  • პირადი აქტივობა

  • მაღალი პროფესიონალიზმი

  • საღი აზრი

 

 

 

სამეანო
ანესთეზიის
სახელმძღვანელო

ორსულობის
კალკულატორი