საქართველოს სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიოლოგთა ასოციაცია
Georgian Association of Obstetric and Gynecological Anesthesiologists

G o o g l e    

 

 

ინტენსიური თერაპიის პროტოკოლი ეკლამფსიის და ეკლამფსიური სტატუსის დროს

 

ინტენსიური თერაპიის მთავარი მიზნები:

  • გულყრების კუპირება
  • სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა
  • დედისა და ნაყოფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ინტენსიური თერაპიის დანიშნულება

  • გულყრების განმეორების პროფილაქტიკა
  • ჰიპოქსიისა და აციდოზის კორექცია (როგორც რესპირატორული, ისე მეტაბოლური)
  • ასპირაციული სინდრომის პროფილაქტიკა

საჭირო გამოკვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი (ტრომბოციტების და ჰემატოკრიტის ჩათვლით)
  • სისხლის ბიოქიმიური ანალიზი:
    • საერთო ცილა და ალბუმინი
    • შარდოვანა, კრეატინინი
    • ბილირუბინი (პირდაპირი, არაპირდაპირი)
    • ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა, LDG.
    • სისხლში თავისუფალი ჰემოგლობინი
    • შაქარი სისხლში
  • ელექტროლიტები
  • პროტეინურია (ერთჯერადად აღებულ შარდში)
  • შარდში ცილის დღიური ექსკრეცია (განმეორებით)
  • შარდში თავისუფალი ჰემოგლობინი
  • თვალის ფსკერის გამოკვლევა

მაგნეზიური თერაპია

ეკლამფსიის დრის არჩევის პრეპარატს წარმოადგენს მაგნიუმის სულფატი

თავდაპირველად: ინტრავენურად ნელა (15-20 წთ-ის მანძილზე) შეიყვანეთ 4-6 გრ მაგნიუმის სულფატი (16-24 მლ 25%-იანი ხსნარი)

შედეგ: 1-2 გრ/სთ (4-8 მლ 25%-იანი ხსნარი)

თუ გულყრების კუპირება ვერ მოხერხდა, შეყავთ 2-4-გრ მაგნიუმის სულფატი ინტრავენურად 5 წთ-ი მანძილზე (8-16 მლ 25%-იანი ხსნარი)

თუ გულყრები მეორდება, შეგვყავს 450 მგ ბარბიტურატი 2-3 წთ-ის მანძილზე, ვაინტუბირებთ და გადაგვყავს მართვით სუნთქვაზე.

დამატებით:

  • ინტრავენურად, ან კუნთებში დიაზეპამი (10-30 მგ)
  • ნიმოდიპინი (ნიმოტოპი) ინტრავენურად 3-5 მლ/სთ
  • თუ საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი - ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, ხანმოკლე მოქმედების განგლიობლოკატორები

მშობიარობის ეტაპზე მაგნიუმის სულფატის ინფუზია უნდა გაგრძელდეს


მაგნიუმის სულფატის მოხსნის კრიტერიუმი:

  • გულყრების არ არსებობა
  • ც.ნ.ს-ის ზედმეტად აგზნების ნიშნების არარსებობა (ჰიპერრეფლექსია, ჰიპერტონუსი, კრუნჩხვითი მზაობა)
  • არტერიული წნევის ნორმალიზაცია (დიასტ. არტ. წნევა < 90 მმ Hg)
  • დიურეზის ნორმალიზაცია (> 50მლ/სთ)

სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანის კრიტერიუმები:

  • ცნობიერების სრული აღდგენა
  • ანტიკონვულსიური პრეპარატების მოხსნის მიუხედავად აგულრების არ არსებობა
  • არაა ნახმარი ის პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სუნთქვის დათრგუნვა (ნარკოტიკები, ჰიპნოტიკები, მიორელაქსანტები)
  • შეუძლია თავის აწევა ბალიშიდან 5 წმ-ის მანძილზე
  • სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლები
  • ჰემოგლობინის კონცენტრაცია > 80 გრ/ლ
  • SaO2>95%, PaO2>80 მმ g, როცა FiO2 >0,4 (PaO2/ FiO2 >200)
  • ხველის რეფლექსის აღდგენა

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ინტენსიური თერაპიის წარმოების დროს


დიაგნოსტიკა

  • ყველა სახის გულყრის მიჩნევა ეკლამფსიის გამოვლინებად
  • მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის მქონე პაციენტების მდგომარეობის არასწორი შეფასება პოსტოპერაციულ და ადრეული ლოგინობის ხანის დროს
  • HELLP სინდრომის დიაგნოსტირების დაგვიანება
  • პლაცენტის ნაადრევის აცლის და შინაგანი სისხლდენის დიაგნოსტირების დაგვიანება
  • სისხლდენის მაშტაბების არასწორი შეფასება
  • ტრანსპორტირების შესახებ არასწორი გადაწყვეტილების მიღება

ინტენსიური თერაპია

  • არაა უზრუნველყოფილი საიმედო ინტრავენური მიდგომა (ვენეპუნქცია)
  • ინტენსიური თერაპიის დაწყება ცენტრალური ვენის კათეტერიზაციით მაშინ, როდესაც გრძელდება გულყრები
  • ზედმეტი ფაციფუცი არტერიული წნევის დასაწევად (იატროგენული ეკლამფსია)
  • აქცენტის გაკეთება ანტიჰიპერტენზიულ და სედატიური მოქმედების მედიკამენტებზე მაშინ, როდესაც მაგნიუმის სულფატის არასაკმარისი დოზითაა მიცემული
  • მცდელობა გულყრების კუპირება მოხდეს ბარბიტურატების დიდი დოზების შეყვანის საშუალებით
  • ნიტროგლიცერინის გამოყენება მართვითი ჰიპოტენზიის მიზნით
  • ოსმოსური დიურეტიკების გამოყენება
  • ჰეპარინის შეყვანა მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის და ტრომბოციტოპენიის დროს

მაგნეზიური თერაპია

  • საწყისი დოზის არასწორი შერჩევა
  • დოზის გადაჭარბება (უფრო ხშირია ოლიგო-ანურიის დროს)
  • მაგნიუმის სულფატის კუნთებში შეყვანა განვითარებული გულყრების დროს
  • მუდმივი ინტრავენური ინფუზიიდან ინტრამუსკულარულ ინექციებზე ნაადრევი გადაყვანა

ინფუზური თერაპია

  • ალბუმინის და დაბალმოლეკულური დექსტრანების ინფუზია მშობიარობის ჩამთავრებამდე (შეიძლება გამოიწვიონ ფილტვების შეშუპება)
  • სწრაფი და მასიური გადასხმები
  • პოსტოპერაციულ პარიოდში საინფუზიო საშუალებების ზედმეტი გამოყენება
  • საინფუზიო საშუალებებს შორის გლუკოზის შემცველი ხსნარების ჩართვა

მართვითი სუნთქვა

  • სპონტანურ სუნთქვაზე ნაადრევი დაგაყვანა
  • ხორხის შეშუპება
  • კუჭის შიგთავსის ასპირაცია
  • პრეოპერაციულ პარიოდში მართვითი სუნთქვის მაღალი ჰიპერვენტილაციური რეჟიმების გამოყენება
  • ბაროტრავმა
  • ტრაქეობრონქიალური ხის არაადექვატური სანაცია
  • პაციენტის მართვითი სუნთქვის აპარატიდან გადახსნა

ანესთეზია

  • აორტოკავალური კომპრესიის პროფილაქტიკის არ ჩატარება საკეისრო კვეთის, ან მშობიარობის დროს
  • ასპირაციული სინდრომის არასაკმარისი პროფილაქტიკა
  • ნაყოფის ამოყვანამდე ანესთეზიის ზედაპირული დონის შენარჩუნება
  • ლარინგოსკოპიის დროს არასასურველი ჰემოდინამიკური ეფექტების მიმართ არასაკმარისი პროფილაქტიკა
  • სამედიცინო დოკუმენტაციის დაუდევრად წარმოება

 

 

 

სამეანო
ანესთეზიის
სახელმძღვანელო

ორსულობის
კალკულატორი