საქართველოს სამეანო და გინეკოლოგიურ ანესთეზიოლოგთა ასოციაცია
Georgian Association of Obstetric and Gynecological Anesthesiologists

G o o g l e    

 

MELD-ის და MELD+Na-ის შკალა ბოლო სტადიის ღვიძლის დაავადების დროს

Model for End-stage Liver Disease (MELD)


INR:
ბილირუბინი:  
კრეატინინი: დიალიზი
Na+:  
MELD+Na =
MELD=

 

შენიშვნები:
  • ღვიძლის დაავადების ბოლო სტადიის მოდელი, ან MELD Score გამოიყენება დაავადების შედარებით სიმძიმისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციის მოლოდინში მყოფი პაციენტების სავარაუდო გადარჩენის შესაფასებლად.
  • MELD+Na ქულის სისტემში დატებულია შრატის Na-ის პარამეტრი, რითაც ვითვალისწინებთ ჰიპონატრიემიის დამატებით რისკს.
  • პროგნოზირებს სამთვიან გადარჩენას პაციენტებში (12+ წლის) ღვიძლის ციროზით.
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვები უნდა შეფასდნენ PELD ქულით.
  • ქულები მერყეობს 6-დან 40-მდე, უფრო მაღალი ქულები დაკავშირებულია ღვიძლის დისფუნქციის გაზრდილ სიმძიმასთან და უფრო მაღალ სამთვიან სიკვდილობასთან.
  • მონაცემები აღებული უნდა იყოს არაუმეტეს 48 საათისა.
  • MELD შეიძლება გამოყენებულ იქნას ღვიძლის ბოლო სტადიის მქონე ნებისმიერ პაციენტზე, ეტიოლოგიის მიუხედავად.
  • რამდენიმე მდგომარეობა წარმოადგენს MELD-ის გამონაკლისს და იღებს განსხვავებულ ქულას: ჰეპატოცელულარული კარცინომა, ჰეპატოპულმონარული სინდრომი, პორტოპულმოარული ჰიპერტენზია, ოჯახური ამილოიდური პოლინეიროპათია, პირველადი ჰიპეროქსალურია, ცისტური ფიბროზი, ჰილარული ქოლანგიოკარცინომა და ღვიძლის არტერიის თრომბოზი.
  • ასევე გამორიცხვის კრიტერიუმია მწვავე შექცევადი მდგომარეობების არსებობა, როგორიცაა: სპონტანური ბაქტერიული პერიტონიტი ან პრერენალური აზოტემია მეორადი დეჰიდრატაციის გამო. ამიტომ, ავტორების აზრით (Kamath 2007), შკალა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ ამ შექცევადი მდგომარეობების მკურნალობის შემდეგ.
  • თუ პაციენტს ჩაუტარდა 2 ან მეტი ჰემოდიალიზის სეანსი, ან 24 საათიანი CVVHD ქულის დათვლამდე ერთი კვირის განმავლობაში, კრეატინინი ავტომატურად დაითვლება 4 მგ/დლ-ზე, კრეატინინის მაქსიმალური დონე, რომელიც დაშვებულია მოდელში.
  • დამატებითი ინფორმაცია MELD და PELD ქულების შესახებ არის UNOS-ის ვებ გვერდზე
 
ინტერპრეტაცია: (90 დღიანი სიკვდილიანობა)
MELD Score:   MELD-Na Score:
40 ქულა - სიკვდილიანობა 71,3%
30-39 ქულა - სიკვდილიანობა 52,6%
20-29 ქულა - სიკვდილიანობა 19,6%
10-19 ქულა - სიკვდილიანობა 6.0%
≤9 ქულა - სიკვდილიანობა 1.9%
  ≥32 - სიკვდილიანობა 65-66%
27-31 - სიკვდილიანობა 27-32%
23-26 - სიკვდილიანობა 14-15%
21-22 - სიკვდილიანობა 7-10%
17-20 - სიკვდილიანობა 3-4%
<17 - სიკვდილიანობა <2%
 
 
ფორმულა:
MELD = round1[ 0.378 * loge(bilirubin)) + (1.120*loge(INR)) + (0.957*loge(creatinine)) + 0.643 ] * 10
MELD-Na = MELD + 1.32 * (137-Na) - [0.033*MELD*(137-Na)]

 

 

 

 

სამეანო
ანესთეზიის
სახელმძღვანელო

ორსულობის
კალკულატორი