Google
 
 

პრეეკლამფსიის სიმძიმის შეფასების კრიტერიუმები

სამეანო ანესთეზიოლოგი უნდა კარგად ერკვეოდეს პრეეკლამფსის სიმძიმის კრიტერიუმებში. უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ მძიმე პრეეკლამფსის ნიშნების გამოჩენა დიდ საფრთხეს წარმოადგენს პაციენტის და მისი პირმშოსათვის. ქვემოთ მოყვანილია სხვადასხვა დროს მიღებული კრიტერიუმები, რომლებიც დაგეხმარებათ პრობლემის არსის უკეთ შეცნობაში. ასევე შეგიძლიათ იხილოთ პრეეკლამფსია - ეკლამფსიის მართვის ეროვნული პროტოკოლი 2012წ

პრეეკლამფსიის სიმძიმის შეფასების კლასიკურ კრიტერიუმებს ბოლო წლების მანძილზე არ განუცდიათ მნიშვნელოვანი ცვლილებები და მათი უმეტეზობა პრეეკლამფსიის სიმძიმის შეფასებისათვის იყენებს სიმპტომების დაახლოებით ერთი და იგივე კომპლექსს. მაგალითად:

არტერიული ჰიპერტენზიის კრიტერიუმი ორსულობის დროს  (Helewa V.E.,Burrows R.F.,Smith J., 1997):

• დიასტოლური არტ. წნევა აღემატება 90 მმ Hg
 


 
ჰიპერტენზიის კრიტერიუმი (Кулаков В.И., 1996):

• სისტოლური არტერიული წნევის მომატება 135 მმ Hg-ზე მეტად (ან საწყის წნევასთან შედარებით 30 მმ Hg-ზე მეტად)

• დიასტოლური არტერიული წნევის მომატება 85 მმ Hg-ზე მეტად (ან საწყის წნევასთან შედარებით 16 მმ Hg-ზე მეტად)
 
 


GOCKE –ს შკალა საველიევის მოდიფიკაციით:
 
სიმტომები ქულები
0 1 2 3
შეშუპება არა წვივებზე, ან წონის პათოლ. მომატება წვივებზე და მუცლის წინა კედელზე გენერალიზირებული
პროტეინურია (გრ/ლ) არა 0,033-0,132 0,133-1,0 1,0-ზე მეტი
სისტ. არტ. წნევა (მმ Hg) 130-მდე 130-150 150-170 170-ზე მეტი
დიასტ. არტ. წნევა (მმ Hg) 85-მდე 85-90 90-110 110-ზე მეტი
ორსულობის რა ვადაზე განვითარდა პრეეკლამფსი არა 36-40 კვირას ან მშობიარობის დროს 35-30 კვირა 24-30 კვირა
ნაყოფის ჰიპოტროფია ზრდაში ჩამორჩენა (კვირა) არა არა ჩამრჩენა 1-2 კვირით ჩემორჩენა 3 კვირით, ან მეტით
ფონური დაავადება არა დაავადება ორსულობამდე დაავადება ორსულობის დროს დაავადება როგორც ორსულობამდე, ისე ორსულობის დროს
პრეეკლამფსის ინდექსი: < 7                ქულა                – მსუბუქი
8 – 11           ქულა                – საშუალო სიმძიმის
> 12              ქულა                – მძიმე





Robson S.C., Redfern N., Walkinshaw S.A.(1992):


1) ეკლამფსია
2) პრეეკლამფსია
  • დიასტოლური არტერიული წნევის მომატება 110 მმ Hg-ზე მეტად და სისტოლური არტერიული წნევის მომატება 170 მმ Hg-ზე მეტად + პროტეინურია.
  • დიასტოლური არტერიული წნევის მომატება 90 მმ Hg-ზე მეტად + პროტეინურია + ერთ-ერთი ამ სიმპტომთაგანი:
    • ჰიპერრეფლექსია
    • ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში
    • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის ნიშნები
    • ტრომბოციტოპენია (< 100´109)
    • ოლიგურია (< 0,5 მლ/კგ/სთ ბოლო 3 სთ-ის მანძილზე)





Perry I.J., Beevers D.G. (1994):

სამეანო მონაცემების ოქსფორდის სისტემა: პრეეკლამფსიის კრიტერიუმები დაფუძნებულია მხოლოდ არტ. წნევის პარამეტრებზე.

1) ორსულთა კონსულტაციაში პირველი ვიზიტის დროს დიასტოლური არტერიული წნევა > 90 მმ Hg.

2) ორსულობის მსვლელობაში არტერიული წნევის გაზრდა საწყისიდან 25 მმ Hg-ზე მეტად.

3) დიასტოლური არტერიული წნევის მაქსიმალური მაჩვენებელი > 90 მმ Hg-ზე.








Reed P., Kaplan J.A.(1989): პრეეკლამფსიის კრიტერიუმები:
ნიშანი საშუალო სიმძიმის პრეეკლამფსია მძიმე ფორმის პრეეკლამფსია
ჰიპერტენზია:

სისტ. არტ. წნევა

დიასტ. არტ. წნევა


>140 მმ Hg-ზე მეტი, ან ჩვეულებრივზე 30მმ Hg-ით მეტი

>90 მმ Hg-ზე მეტი, ან ჩვეულებრივზე 15მმ Hg-ით მეტი


>160 მმ Hg

>110 მმ Hg
პრიტეინურია: 1, ან 2 ჯვარი 3, ან 4 ჯვარი
შეშუპება: გენერალიზირებული, რომელიც სცილდება ქვედა კიდურებს თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა და ც.ნ.ს-ს დარღვევის სხვა ნიშნები, ციანოზი.






მძიმე პრეეკლამფსიის კრიტერიუმები: (Shnider S.M., Levinson G.,1993):

• სისტოლური არტ. წნევა >160 მმ Hg
• დიასტოლური არტ. წნევა >110 მმ Hg
• საშუალო არტ. წნევა >120 მმ Hg
• პროტეინურია 3 გრ/დღეში (ან 3-4 ჯვარი)
• ოლიგურია < 500 მლ/დღეში
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშნები
• მხედველობის დარღვევა
• ეპიგასრალური იშემია
• ფილტვის შეშუპება, ციანოზი







ვიტლინგერის შკალა:

სიმპტომი ქულა
1. შეშუპება

არ აღინიშნება

ლოკალური

გენერალიზირებული

 

0

2

4

2. სხეულის მასის მომატება

12კგ-მდე

12-15 კგ

15კგ-ზე მეტი

 

0

2

4

3. პროტეინურია

არ აღინიშნება

< 1გრ/ლ დღეში

1-3 გრ/ლ დღეში

>3 გრ/ლ დღეში

 

0

2

4

6

4. არტერიული წნევა

135/80 მმ Hg –ზე დაბალი

135/80 – 140/90 მმ Hg

140/90 – 160/100 მმ Hg

160/100 მმ Hg-ზე მეტი

 

0

2

4

8

5. დიურეზი

> 1 ლ/დღეში

0,4 – 1,0 ლ/დღეში

< 0,4 ლ/დღეში

ანურია ბოლო 6 სთ-ის მანძილზე

 

0

4

6

8

6. სუბიექტური სიმპტომები

არ აღინიშნება

აღინიშნება

 

0

4

ინტერპრეტაცია:

2 – 10 ქულა: გესტოზის მსუბუქი ფორმა

11 – 20 ქულა გესტოზის საშუალო ფორმა

20 ქულაზე მეტი გესტოზის მძიმე ფორმა

 

 

 

 

პრეეკლამფსიის კრიტერიუმები: (Lanza V.,1999):

• სისტოლური არტ. წნევა >160 მმ Hg

• დიასტოლური არტ. წნევა >110 მმ Hg

• პროტეინურია 2 გრ/დღეში

• ოლიგურია < 500 მლ/დღეში

• კრეატინინი >1,2 მმოლ/ლ

• მხედველობის დარღვევა

• ფილტვის შეშუპება

• ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

• ტრომბოციტოპენია







პრეეკლამფსია – ეკლამფსიის კლასიფიკაცია (Donald C. Willis).

საშუალო სიმძიმის პრეეკლამფსია:
1. ჰიპერონია > 140/90 მმ Hg-ზე, ან დიასტ. არტ. წნევა ჩვეულებრივზე 15მმ Hg-ით მეტი (ორსულობამდე და I ტრიმესტრში)
2. პროტეინურია 2 ჯვარი
3. შეშუპება გენერალიზირებული, ხელები და სახე
მძიმე პრეეკლამფსია:
1. ჰიპერონია > 160/100 მმ Hg-ზე
2. პროტეინურია 3 – 4 ჯვარი
3. ფილტვების შეშუპება  
4. ოლიგურია < 400 მლ/დღეში
5. ტრომბოციტოპენია < 100000 / მმ3
6. თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის და მხედველობის დარღვევის ნიშნები: აგზნება, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, სკოტომები
ეკლამფსია:
გულყრები იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა შეესაბამება ზემოთაღნიშნულ კრიტერიუმებს.

 

 

 

 

 

მ. ჯეიმსი, კეიპტაუნის უნივერსიტეტი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 2000 წ.

თუ ქვემოთ მოყვანილი სიმპტომებიდან აღინიშნება 1, ან მეტი, საქმე გვაქვს პრეეკლამფსიის მძიმე ფორმასთან.

• სისტოლური არტ. წნევა >160 მმ Hg, ან დიასტოლური არტ. წნევა >110 მმ Hg 6 სთ-ის ინტერვალით გაკეთებული 2 გაზომვის შედეგად.

• სწრაფად მზარდი პროტეინურია (>3 გრ/დღეში)

• ოლიგურია < 400 მლ/დღეში

• ტვინის დაზიანების სიმპტომები და მხედველობის დარღვევა

• ფილტვის შეშუპება და ციანოზი.

ეკლამფსიის დიაგნოზი ისმება გულყრების არსებობის დროს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია არტერიული წნევის მაჩვენებელი.

ზემოთ მოყვანილ კრიტერიუმებს შეიძლება დავუმატოთ შემდეგი:

• გესტოზის ადრეული დაწყება და ხანგრძლივი მიმდინარეობა (3 კვირაზე მეტი)

• თანმხლები დაავადებები: ჰიპერტონული დაავადება, თირკმელების დაავადებები, ც.ნ.ს.-ის პათოლოგია (ანამნეზში ტრავმა, სიმსივნეები, სისხლძარღვოვანი დაავადებები)

• HELLP სინდრომის განვითარება

• მაკორეგირებელი თერაპიის მიმართ რეზისტენტობა

• გესტოზის შოკთან შერწყმა (ჰემორაგიული, სეპტიური, ანაფილაქსიური)