Google
Add To Favorites
       

ანესთეზიოლოგის შვიდი მიუტევებელი შეცდომა

D. John Doyle, MD

  1. ავადმყოფის მდგომარეობის და ანამნეზის არასრული შეფასება
    ანესთეზიოლოგს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია, რომ უზრუნველყოს პაციენტის უსაფრთხოება გაუტკივარების დროს.

    ზოგი გადაუდებელი შემთხვევის დროს (მაგალითად: აორტის ანევრიზმის გასკდომა, მძიმე პოლიტრავმა და სხვა) არ გვაქვს საკმარისი დრო, რათა სწორად შევაფასოთ პაციენტის მდგომარეობა. (მაგალითად: შევკრიბოთ სრულყოფილი ანამნეზი, მონაცემები ალერგიის, ადრე გადატანილი ქირურგიული ჩარევის შესახებ და სხვა) ცალკე პრობლემაა ენობრივი ბარიერი და პაციენტის ცნობიერებისა და მენტალური ფუნქციის დარღვევა. (მაგალითად: ალცჰეიმერის დაავადება) ამბულატორიული ბარათის მონაცემები ხშირად მიუწვდომელია, ძველი ავადმყოფობის ისტორია არქივშია ჩაბარებული, ან განადგურებულია ხანდაზმულობის გამო.



  2. მუშაობისთვის მოუმზადებლობა
    ანესთეზიოლოგმა არ შეამოწმა სანარკოზო აპარატი, სამედიცინო აირები, მედიკამენტები და სხვა აპარატურა ოპერაციის წინ.

    ნარკოზის წინა მომზადების დროს ექიმი ვალდებულია:
    • შეამოწმოს სანარკოზო აპარატი და მთელი მოწყობილობები
    • შეამოწმოს საქაჩი
    • შეამოწმოს ლარინგოსკოპი და სასუნთქი გზების გამავლობის უზრულველყოფისათვის საჭირო ინვენტარი
    • მოიმზადოს შპრიცები საანესთეზიო საშუალებებით და შეამოწმოს რეანიმაციული ღონისძიებისათვის საჭირო მეიკამენტების არსებობა
    • შეამოწმოს ინტრავენური გადასხმის სისტემა
    საქმე უფრო გაგიადვილდებათ, თუ იხელმძღვანელებთ წინასწარ შედგენილი სიით, რომელშიც დაწვრილებით ჩამოთვლილი იქნება ზემოთმოყვანილი ღონისძიებები.



  3. ანესთეზიოლოგი საქმის კურსში არ არის რას აკეთებს ქირურგი
    მაგალითად:
    • სისხლის დანაკარგის უგულისყურო შეფასება
    • ფტოროტანის გამოყენება მაშინ, როცა ქირურგი აკეთებს საოპერაციო ველის ადრენალინიანი ხსნარით ინფილტრაციას
    • არცოდნა იმისა, თუ რა რაოდენობით ადგილობრივი ანესტეტიკი იხმარა ქირურგმა
    • ანესთეზიოლოგმა ვერ შეამჩია, რომ ქირურგმა შემთხვევით დააჭირა თვალის კაკალს (იწვევს ბრადიკარდიას)


  4. უყურადღებება
    მაგალითად:
    • ანესთეზიოლოგი არ აკონტროლებს რამდენი დროა გასული ოპერაციის დაწყებიდან
    • ანესთეზიოლოგი არ აკეთებს პაციენტის პარამეტრების ფიქსირებას (მაგალითად: ტემპერატურა, ჩასუნთქვის პიკური წნევა და სხვა)
    • ანესთეზიოლოგმა მონიტორის მონაცემები არ გადაამოწმა სფიგმომანომეტრით, რომ გამოერიცხა შეცდომა


  5. თვითდაჯერებულობა და ამპარტავნება
    • თვითდაჯერებულობის გამო ანესთეზიოლოგი ზოგჯერ სათანადო მომზადების გარეშე გადის ნარკოზზე. (მაგალითად: იგი არ არის მზად რთული ინტუბაციისთვის)
    • ამპარტავნების გამო არ ეძახიან კოლეგებს მაშინ, როდესაც ეს საჭიროა (მაგალითად: რთული ინტუბაციის, მასიური სისხლდენის, ანაფილაქსიური შოკის და სხვა გადაუდებელი შემთხვევების დროს)


  6. არაორგანიზებულობა
    მაგალითად:
    • არის მარკირებული შპრიცები
    • გადასხმის სისტემებს არ აწერია რა პრეპარატია შეშვებული სისტემაში
    • არეულდარეული სამუშაო მაგიდა


  7. უმოქმედობა
    მაგალითად:
    • ანესთეზიოლოგმა ყურადღების გარეშე დატოვა ისეთი მოვლენები, როგორიცაა აპარატურის გაუმართაობა, სამკურნალო პრეპარატების ვარგისიანობის ვადის გასვლა და სხვა.
    • ანესთეზიოლოგი არ ეცნობა მედიცინის სიახლეებს და არ მონაწილეობს რთული შემთხვევების განხილვაში