Google

Add To Favorites

 
       
 

რთული ინტუბაციის ალგორითმი

1)      შეაფასე მოსალოდნელი გართულებების შესაძლებლობა და დასახე მათი გადაჭრის გზები

a)      რთული ვენტილაცია

b)      რთული ინტუბაცია

c)      სირთულე პაციენტთან ურთიერთობის და კომუნიკაციურობის მხრივ

d)      რთული ტრაქეოსტომია

2)      აქტიურად აწარმოე ჟანგბადის მიწოდება რთული ინტუბაციის დროს

3)      განიხილე საბაზისო საკითხების  შედაებითი უპირატესობები და მათი შესრულებადობა

A.

ფხიზელი პაციენტის ინტუბაცია

—vs—

ინტუბაცია ინდუქციის და ზოგადი ანესთეზიის შემდგ

 

 

 

 

B.

ინტუბაციისთვის არაინვაზიური ტექნიკის არჩევა

—vs—

ინტუბაციისთვის ინვაზიური ტექნიკის არჩევა

 

 

 

 

C.

სპონტანური სუნთქვის შენარჩუნება

—vs—

სპონტანური სუნთქვის გათიშვა

4)      დასახე ძირითადი და ალტერნატიული სტრატეგია:

 
 

 
 

* ინტუბაციის, ან ლარინგეალური ნიღბის ჩადგმის შემდეგ მოახდინე CO2-ის  მონიტორირება და დარწმუნდი მათ სწორ მდებარეობაში.

(A) ალტერნატიული მეთოდები მოიცავს (შეიძლება სხვა ვარიანტებიც) სახის ნიღბით, ან ლარინგეალური ნიღბით ანესთეზია, ადგილობრივი ინფილტრაციული, ან რეგიონალური ანესთეზია.  ეს განმარტება გულისხმობს, რომ ნიღბით ვენტილაცია ჩვეულებრივ არ წარმოადგენს პრობლემას. ამასთანავე ეს პუნქტი ძირითადი ალტერნატივაა, როცა საქმე გვექვს სასწრაფო შემთხვევებთან.

(B) ინვაზიური მეთოდი მოიცავს ქირურგიულ, ან პერკუტანეულ ტრაქეოსტომიას და კრიკოთიროტომიას

(C)  ინტუბაციის ალტერნატიული მეთოდები მოიცავს (შეიძლება სხვა ვარიანტებიც) ლარინგოსკოპის განსხვავებული პირის ხმარებას, ლარინგეალური ნიღბის გამოყენება, როგორც ინტუბაციის ალტერნატივა, (ფიბროოპტიკური კონტროლით, ან მის გარეშე) ფიბროოპტიკური საშუალებებით ინტუბაცია, საინტუბაციო სტილეტის, ან სარეინტუბაციო მანდრენის გამოყენება, ნათურიანი მანდრენი, რეტროგრადული ინტუბაცია და ბრმა ნაზალური, ან ორალური ინტუბაცია.

(D)  განიხილე  პაციენტის მომზადება ფხიზელიინტუბაციისთვის, ან ოპერაციის გადადება.

(E)  გადაუდებელი არაინვაზიური ვენტილაციის მეთოდები მოიცავს (შეიძლება სხვა ვარიანტებიც) რიგიდული ბრონქოსკოპით, კომბითუბით, ან ტრანსტრაქეალური ნაკადური ვენტილაცია