Google
Add To Favorites
       

ჰიპერგლიკემიის მართვის პროტოკოლი

გლიკემიის კონტროლი გლუკომეტრით ხდება ყოველ 2 სთ-ში, ან უფრო ხშირად, თუ სიტუაცია სწრაფად იცვლება. როდესაც 3 თანამიმდევრილი გაზომვით გლიკემია < 180 მგ%, მაშინ შეიძლება 6 სთ-ში ერთხელ გაზომვა. გლიკემია განისაზღვება მგ%-ში.

ინსულინში იგულისხმება ხანმოკლე მოქმედების აქტრაპიდი

ინსულინის საწყისი დოზირება:
 
 
გლიკემია: (მგ%) ბოლუსი: ინფუზია:
181 – 200 ბოლუსი არ სჭირდება 0,5 ერთ/სთ
201 – 240 3 ერთეული 1 ერთ/სთ
241 – 280 5 ერთეული 1 ერთ/სთ
281 - 320 10 ერთეული 2 ერთ/სთ
> 321 სასურველია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
 
 
შემანარჩუნებელი დოზა:
  • < 95 – გლუკოზის IV ბოლუსი 12,5 გ (20 – 40%), შეამცირეთ ინფუზიის სიჩქარე 1 ერთ/სთ-ით.
  • 96 – 110 შეამცირეთ ინფუზიის სიჩქარე 0,5 ერთ/სთ-ით.
  • 111 – 180 არ შეცვალოთ ინფუზიის სიჩქარე
  • 181 – 225 მოუმატეთ ინფუზიის სიჩქარე 0,5 ერთ/სთ-ით.
  • 226 – 250 ბოლუსი 5 ერთეული, მოუმატეთ ინფუზიის სიჩქარე 0,5 ერთ/სთ-ით.
  • 251 – 320 ბოლუსი 10 ერთეული, მოუმატეთ ინფუზიის სიჩქარე 1 ერთ/სთ-ით.
  • > 321 მგ% სასურველია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

სუბკუტანეურ დოზაზე გადასვლა:

IV ინფუზიის გაჩერებიდან 30 წთ-ში ვაკეთებთ სუბკუტანეურ დოზას. ყოველ 6 სთ-ში კანქვეშ უნდა შევიყვანოთ 24 სთ-ში გადასხმული დოზის 1/8-დი.
მაგალითად: 24 სთ-ში ინფუზიით გაუკეთდა 64 ერთ ინსულინი - სუბკუტანეური დოზა (ავღნიშნოთ X-ით) არის 8 ერთეული.

შემანარჩუნებელი დოზა:
  • < 80 მგ% - არ ვაკეთებთ ინსულინის ინექციას, თუ საჭიროა ვაძლევთ 12,5 გ გლუკოზას (20 – 40%), ვაკონტროლებთ 1 სთ-ში.
  • 81 – 120 – (X – 4 ერთეული)
  • 121 – 160 – (X – 2 ერთეული)
  • 161 – 200 – (X ერთეული)
  • 201 – 240 – (X + 2 ერთეული)
  • 241 – 280 – (X + 4 ერთეული)
  • 281 – 320 – (X + 6 ერთეული)
  • > 320 მგ% – სასურველია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.