Google

Add To Favorites

 
 

ინტენსიური თერაპიის პროტოკოლი ეკლამფსიის და ეკლამფსიური სტატუსის დროს

 

ინტენსიური თერაპიის მთავარი მიზნები:

·              გულყრების კუპირება

·              სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა

·              დედისა და ნაყოფის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ინტენსიური თერაპიის დანიშნულება

·              გულყრების განმეორების პროფილაქტიკა

·              ჰიპოქსიისა და აციდოზის კორექცია (როგორც რესპირატორული, ისე მეტაბოლური)

·              ასპირაციული სინდრომის პროფილაქტიკა

საჭირო გამოკვლევები:

·              სისხლის საერთო ანალიზი (ტრომბოციტების და ჰემატოკრიტის ჩათვლით)

·              სისხლის ბიოქიმიური ანალიზი:

o   საერთო ცილა და ალბუმინი

o   შარდოვანა, კრეატინინი

o   ბილირუბინი (პირდაპირი, არაპირდაპირი)

o   ALT, AST, ტუტე ფოსფატაზა, LDG.

o   სისხლში თავისუფალი ჰემოგლობინი

o   შაქარი სისხლში

·              ელექტროლიტები

·              პროტეინურია (ერთჯერადად აღებულ შარდში)

·              შარდში ცილის დღიური ექსკრეცია (განმეორებით)

·              შარდში თავისუფალი ჰემოგლობინი

·              თვალის ფსკერის გამოკვლევა

·              სამკურნალო-დაცვითი რეჟიმი

·              პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია

მაგნეზიური თერაპია

ეკლამფსიის დრის არჩევის პრეპარატს წარმოადგენს მაგნიუმის სულფატი

თავდაპირველად: ინტრავენურად ნელა (15-20 წთ-ის მანძილზე) შეიყვანეთ 4-6 გრ მაგნიუმის სულფატი (16-24 მლ 25%-იანი ხსნარი)

შედეგ: 1-2 გრ/სთ (4-8 მლ 25%-იანი ხსნარი)

თუ გულყრების კუპირება ვერ მოხერხდა, შეყავთ 2-4-გრ მაგნიუმის სულფატი ინტრავენურად 5 წთ-ი მანძილზე (8-16 მლ 25%-იანი ხსნარი)

თუ გულყრები მეორდება, შეგვყავს 450 მგ ბარბიტურატი 2-3 წთ-ის მანძილზე, ვაინტუბირებთ და გადაგვყავს მართვით სუნთქვაზე.

დამატებით:

·              ინტრავენურად, ან კუნთებში დიაზეპამი (10-30 მგ)

·              ნიმოდიპინი (ნიმოტოპი) ინტრავენურად 3-5 მლ/სთ

·              თუ საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი - ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, ხანმოკლე მოქმედების განგლიობლოკატორები

მშობიარობის ეტაპზე მაგნიუმის სულფატის ინფუზია უნდა გაგრძელდეს

მაგნიუმის სულფატის მოხსნის კრიტერიუმი:

·              გულყრების არ არსებობა

·              ც.ნ.ს-ის ზედმეტად აგზნების ნიშნების არარსებობა (ჰიპერრეფლექსია, ჰიპერტონუსი, კრუნჩხვითი მზაობა)

·              არტერიული წნევის ნორმალიზაცია (დიასტ. არტ. წნევა < 90 მმ Hg)

·              დიურეზის ნორმალიზაცია (> 50მლ/სთ)

სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანის კრიტერიუმები:

·              ცნობიერების სრული აღდგენა

·              ანტიკონვულსიური პრეპარატების მოხსნის მიუხედავად აგულრები არ არსებობს

·              არაა ნახმარი ის პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ სუნთქვის დათრგუნვა (ნარკოტიკები, ჰიპნოტიკები, მიორელაქსანტები)

·              შეუძლია თავის აწევა ბალიშიდან 5 წმ-ის მანძილზე

·              სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლები

·              ჰემოგლობინის კონცენტრაცია > 80 გრ/ლ

·              SaO2>95%, PaO2>80 მმ Hg, როცა FiO2 >0,4 (PaO2/ FiO2 >200)

·              ხველის რეფლექსის აღდგენა

ყველაზე გავრცელებული შეცდომები ინტენსიური თერაპიის წარმოების დროს

დიაგნოსტიკა

·              ყველა სახის გულყრის მიჩნევა ეკლამფსიის გამოვლინებად

·              მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის მქონე პაციენტების მდგომარეობის არასწორი შეფასება პოსტოპერაციულ და ადრეული ლოგინობის ხანის დროს

·              HELLP სინდრომის დიაგნოსტირების დაგვიანება

·              პლაცენტის ნაადრევის აცლის და შინაგანი სისხლდენის დიაგნოსტირების დაგვიანება

·              სისხლდენის მაშტაბების არასწორი შეფასება

·              ტრანსპორტირების შესახებ არასწორი გადაწყვეტილების მიღება

ინტენსიური თერაპია

·              არაა უზრუნველყოფილი საიმედო ინტრავენური მიდგომა (ვენეპუნქცია)

·              ინტენსიური თერაპიის დაწყება ცენტრალური ვენის კათეტერიზაციით მაშინ, როდესაც გრძელდება გულყრები

·              ზედმეტი ფაციფუცი არტერიული წნევის დასაწევად (იატროგენული ეკლამფსია)

·              აქცენტის გაკეთება ანტიჰიპერტენზიულ და სედატიური მოქმედების მედიკამენტებზე მაშინ, როდესაც მაგნიუმის სულფატის არასაკმარისი დოზითაა მიცემული

·              მსდელობა გულყრების კუპირება მოხდეს ბარბიტურატების დიდი დოზების შეყვანის საშუალებით

·              ნიტროგლიცერინის გამოყენება მართვითი ჰიპოტენზიის მიზნით

·              ოსმოსური დიურეტიკების გამოყენება

·              ჰეპარინის შეყვანა მძიმე არტერიული ჰიპერტენზიის და ტრობბოციტოპენიის დროს

მაგნეზიური თერაპია

·              საწყისი დოზის არასწორი შერჩევა

·              დოზის გადაჭარვევა (უფრო ხშირია ოლიგო-ანურიის დროს)

·              მაგნიუმის სულფატის კუნთებში შეყვანა განვითარებული გულყრების დროს

·              მუდმივი ინტრავენური ინფუზიიდან ინტრამუსკულარულ ინექციებზე ნაადრევი გადაყვანა

ინფუზური თერაპია

·              ალბუმინის და დაბალმოლეკულური დექსტრანების ინფუზია მშობიარობის ჩამთავრებამდე (შეიძლება გამოიწვიონ ფილტვების შეშუპება)

·              სწრაფი და მასიური გადასხმები

·              პოსტოპერაციულ პარიოდში საინფუზიო საშუალებების ზედმეტი გამოყენება

·              საინფუზიო საშუალებებს შორის გლუკოზის შემცველი ხსნარების ჩართვა

მართვითი სუნთქვა

·              სპონტანურ სუნთქვაზე ნაადრევი დაგაყვანა

·              ხორხის შეშუპება

·              კუჭის შიგთავსის ასპირაცია

·              პრეოპერაციულ პარიოდში მართვითი სუნთქვის მაღალი ჰიპერვენტილაციური რეჟიმების გამოყენება

·              ბაროტრავმა

·              ტრაქეობრონქიალური ხის არაადექვატური სანაცია

·              პაციენტის მართვითი სუნთქვის აპარატიდან გადახსნა

ანესთეზია

·              აორტოკავალური კომპრესიის პროფილაქტიკის არ ჩატარება საკეისრო კვეთის, ან მშობიარობის დროს

·              ასპირაციული სინდრომის არასაკმარისი პროფილაქტიკა

·              ნაყოფის ამოყვანამდე ანესთეზიის ზედაპირული დონის შენარჩუნება

·              ლარინგოსკოპიის დროს არასასურველი ჰემოდინამიკური ეფექტების მიმართ არასაკმარისი პროფილაქტიკა

·              სამედიცინო დოკუმენტაციის დაუდევრად წარმოება