სამეანო ანესთეზიის სახელმძღვანელო

ანბანური საძიებელი:        ლ
საძიებელი
ფიზიოლოგიური ცვლილებები ორსულობის დროს
ანალგეზია
სამშობიარო მოქმედების ეპიდურული გაუტკივარება
საკეისრო კვეთა რეგიონალური გაუტკივარებით
ზოგადი გაუტკივარება მეანობაში
ორსულობის გართულებები
სამეანო სისხლდენა
მშობიარის რეანიმაცია
ახალშობილთა რიანიმაცია
დამატებით
 

მაგნიუმის სულფატი ეკლამფსიის მკურნალობის დროს

ეკლამფსიის დროს მაგნიუმის სულფატის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს განმეორებითი კრუნჩხვების ალბათობას. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ამ მხრივ იგი აღემატება დიაზეპამს და ფენიტოინს.

მაგნიუმის სულფატი გლუვი კუნთის შეკუმშვებს თრგუნავს რამოდენიმე მექანიზმით: იგი ფიზიოლოგიურად არის კალციუმის ანტაგონისტი და ნაწილობრივ შეუძლია კალციუმის ნელი არხების ბლოკირება, რაც აქვეითებს აცეტილქოლინის გამონთავისუფლებას ნერვულ სინაფსში. ამის შედეგად ვითარდება შემდეგი ეფექტები:
  • თავის ტვინის სისხლძარღვების ვაზოდილატაცია.
  • სისტემური არტერიული წნევის დაქვეითება.
  • ტოკოლიზი.
  • სუნთქვის დეპრესია.
  • მიოკარდიუმის დეპრესია.
  • კუნთების სისუსტე.
არის მონაცემები, რომ იგი ანტაგონისტურად მოქმედებს NMDA რეცეპტორებზე, რითაც ავლენს ანტიკონვულსიურ ეფექტს.

მაგნიუმის სულფატი - ეკლამფსიის დროს გამოსაყენებელი პროტოკოლი

ყველა სამშობიარო სახლში უნდა არსებობდეს მაგნიუმის სულფატის გამოსაყენებელი პროტოკოლი და მისი ლაბორატორიული მონიტორირების სახელმძღვანელო. ქვემოთ მოყვანილია ძირითადი პრინციპები, რომელზეც შეიძლება ეფუძნებოდეს პროტოკოლი:

საწყისი დოზა - შეადგენს 4 გრამს (გათვლილია მშრალ მასაზე) ინტრავენურად 20 წთ-ის განმავლობაში.

შემანარჩუნებელი დოზა - არის 3 გრამი (გათვლილია მშრალ მასაზე) ინფუზიის სახით ერთი საათის მანძილზე და შემდგომი ინფუზია 2 გრ/სთ სიჩქარით.

მკურნალობის პროცესში უნდა მოხდეს შემდეგი მაჩვენებლების მონიტორინგი:
  • სუნთქვის სიხშირე.
  • საათობრივი დიურეზი.
  • უნდა შემოწმდეს კვირისტავის, ან იდაყვის რეფლექსი ყოველ 5 - 10 წთ-ში პირველი 2 სთ-ის მანზილზე და შემდგომ ყოველ 15 წთ-ში.
  • თერაპიული დონე სისხლში არის 2 - 4 მმოლი/ლ.

მკურნალობა დოზის გადაჭარბების დროს - 10 მლ 10%-იანი კალციუმის გლუკონატი უნდა შევიყვანოთ ყოველ 10 წთ-ში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.